TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / საოპერაციო მენეჯერი

საოპერაციო მენეჯერი

Georgia ქართული
Posted Jul 22, 2026 14h ago apply by Aug 22, 2026

Job description

კომპანია აცხადებს ვაკანსიას საოპერაციო მენეჯერის პოზიციაზე, რომელიც უზრუნველყოფს ავტომობილების საერთაშორისო ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული საოპერაციო პროცესების ეფექტიან მართვას, კოორდინაციასა და შეუფერხებელ მიმდინარეობას. ძირითადი მოვალეობები: ** ავტომობილების საერთაშორისო ტრანსპორტირების საოპერაციო პროცესების სრული მართვა და კოორდინაცია; ** ტერმინალებთან ყოველდღიური კომუნიკაცია და საოპერაციო საკითხების ეფექტური მართვა; ** ავტომობილების მიღების, დატვირთვის, გადაზიდვისა და დანიშნულების ადგილზე გადაადგილების პროცესების ორგანიზება და კონტროლი; ** სახმელეთო და საზღვაო ტრანსპორტირების პროცესების დაგეგმვა და კოორდინაცია; ** საბაჟო პროცედურების მართვა და შესაბამისი დოკუმენტაციის კონტროლი; ** პარტნიორ კომპანიებთან და სხვა ჩართულ მხარეებთან ეფექტური თანამშრომლობა; ** საოპერაციო პროცესების მონიტორინგი, პრობლემების დროული იდენტიფიცირება და ეფექტური გადაწყვეტა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** საოპერაციო, ლოგისტიკის ან საერთაშორისო ტრანსპორტირების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება; ** მსუბუქი ავტომობილების იმპორტისა და ტრანსპორტირების სფეროში გამოცდილება ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად; ** ინგლისური ენის ფლობა; ** სავალდებულოა რუსული ენის ცოდნა სასაუბრო დონეზე; ** MS Office-ის, განსაკუთრებით MS Excel-ის კარგი ცოდნა; ** ავტომობილების იმპორტისა და საერთაშორისო ტრანსპორტირების პროცესების ცოდნა; ** ტერმინალებთან მუშაობისა და საბაჟო პროცედურების ცოდნა; ** ავტომობილებთან დაკავშირებულ საოპერაციო პროცესებში პრაქტიკული გამოცდილება. პიროვნული უნარები: ** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა; ** ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი; ** ძლიერი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარები; ** ანალიტიკური აზროვნება და სწრაფი გადაწყვეტილებების მიღების უნარი; ** დეტალებზე ორიენტირებულობა; ** სტრესულ გარემოში ეფექტურად მუშაობისა და რამდენიმე პროცესის ერთდროულად მართვის უნარი. პირობები: ** სამუშაო ადგილი: ქ. ფოთი ; ** სამუშაო განაკვეთი: სრული; ** ანაზღაურება: შეთანხმებით (კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად); ** სამუშაო გარემო: პროფესიული, დინამიკური და განვითარების შესაძლებლობებით. თუ აკმაყოფილებთ შესაბამის მოთხოვნებს, გამოგზავნეთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected]