საოპერაციო მენეჯერი
Job description
"ANAX" არის საინჟინრო კომპანია, რომელიც საქმიანობს MEP (მექანიკური, ელექტრო, სანტექნიკური), სახანძრო უსაფრთხოების, HVAC და სხვა საინჟინრო სისტემების მიმართულებით. ვეძებთ გამოცდილ საოპერაციო მენეჯერს , რომელიც უზრუნველყოფს კომპანიის ყოველდღიური ოპერაციების ეფექტიან მართვას და პროექტების კოორდინაციას. ძირითადი მოვალეობები: ** კომპანიის ყოველდღიური საოპერაციო პროცესების დაგეგმვა და მართვა. ** მიმდინარე პროექტების ვადების, ხარისხისა და რესურსების კონტროლი. ** პროექტების, შესყიდვების, საწყობის, ლოგისტიკისა და სხვა დეპარტამენტების კოორდინაცია. ** თანამშრომლების სამუშაო პროცესის ორგანიზება და შესრულების მონიტორინგი. ** პრობლემების დროული იდენტიფიცირება და ეფექტური გადაწყვეტილებების მიღება. ** ხელმძღვანელობისთვის პერიოდული ანგარიშების მომზადება. ** კომპანიის შიდა პროცესების გაუმჯობესება და ოპტიმიზაცია. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** საოპერაციო ან პროექტების მართვის სფეროში მუშაობის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება. ** უპირატესობა მიენიჭება სამშენებლო ან საინჟინრო სექტორში მუშაობის გამოცდილების მქონე კანდიდატებს. ** ლიდერული, ორგანიზაციული და კომუნიკაციის ძლიერი უნარები. ** დროისა და რესურსების ეფექტურად მართვის უნარი. ** MS Office-ის, განსაკუთრებით Excel-ის კარგი ცოდნა. ** ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად. პიროვნული თვისებები: ** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა. ** შედეგზე ორიენტირებულობა. ** ანალიტიკური აზროვნება. ** სწრაფად ცვალებად გარემოში მუშაობის უნარი. ** დამოუკიდებლად და გუნდთან ერთად ეფექტურად მუშაობის უნარი. ჩვენ გთავაზობთ: ** კონკურენტულ ანაზღაურებას. ** პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობას. ** თანამედროვე და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს. ** საინტერესო და მასშტაბურ საინჟინრო პროექტებზე მუშაობის შესაძლებლობას. დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელფოსტაზე: [email protected] თემის ველში მიუთითეთ: "საოპერაციო მენეჯერი".