საოპერაციო მენეჯერი
Job description
"Loyal Partners" არის ციფრული საკონსულტაციო კომპანია, რომელიც 150-ზე მეტ პარტნიორს სთავაზობს ფინანსურ, საბუღალტრო და ბიზნეს მხარდაჭერის სერვისებს. კომპანია ორიენტირებულია ხარისხზე, ინოვაციურ მიდგომებსა და გრძელვადიან პარტნიორობაზე. Loyal Partners აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციაზე: საოპერაციო მენეჯერი. ხელფასი: დამოკიდებულია გამოცდილებასა და კვალიფიკაციაზე მდებარეობა: თბილისი, წყნეთის გზატკეცილი სამუშაო გრაფიკი: სამშაბათი-შაბათი, 09:30-18:30 დასვენების დღეები: კვირა და ორშაბათი ძირითადი მოვალეობები: ** დავალებების მიღება მომხმარებლისგან, ანალიზი და შესაბამის პასუხისმგებელ პირებზე გადანაწილება; ** დავალებების შესრულების პროცესის კოორდინაცია, მონიტორინგი და პრიორიტეტულ საკითხებზე აქტიური Follow-up; ** მომხმარებლებთან ყოველდღიური კომუნიკაცია, ინფორმაციის მოძიება და კონსულტაციის გაწევა; ** მომხმარებელთა აქტიური და პასიური სტატუსების მართვა; ** ინვოისინგის პროცესის მართვა და საბანკო გადარიცხვების მომზადება; ** სასაქონლო ზედნადებების გამოწერა; ** დებიტორული მოთხოვნების სრული ციკლის მართვა, მათ შორის: გადახდის პირობების შეთანხმება, დებიტორული დავალიანებების მონიტორინგი, მომხმარებლებთან კომუნიკაციის დაგეგმვა, შეთანხმებების გაფორმებისა და შესრულების კონტროლი; ** საოპერაციო პროცესების გაუმჯობესების ინიციატივების შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა; ** კომპანიის საჭიროებიდან გამომდინარე სხვადასხვა ადმინისტრაციული და საოპერაციო დავალების შესრულება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება (ბიზნესის ადმინისტრირების, მენეჯმენტის, ფინანსების ან მსგავსი მიმართულებით); ** MS Office-ის, განსაკუთრებით Excel-ის, კარგი ცოდნა; ** ძლიერი ორგანიზაციული და დროის მართვის უნარები; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა; ** მრავალ დავალებაზე ერთდროულად მუშაობისა და პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის უნარი; ** მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა. დაინტერესების შემთხვევაში რეზიუმე გაგვიზიარეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: [email protected] თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება კომპანიის მიერ თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით. თუ ეთანხმებით ზემოაღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.