TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / საოფისე ასისტენტი

საოფისე ასისტენტი

ბარონ მედიქალი Georgia ქართული
Posted Jul 27, 2026 1 day ago apply by Aug 27, 2026

Job description

" Baron Medical " არის რეპროდუქციული კლინიკა, რომელიც ეძებს პასუხისმგებლიან, ორგანიზებულ და მოტივირებულ თანამშრომელს საოფისე ადმინისტრაციული საქმიანობის შესასრულებლად . სამუშაო ადგილი: თბილისი, ლუბლიანას ქ. №13 სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-17:00 ძირითადი მოვალეობები: ** საოფისე პროცესების ყოველდღიური მართვა და ადმინისტრაციული მხარდაჭერა; ** პაციენტების სამედიცინო ინფორმაციის CRM სისტემაში შეტანა და განახლება; ** სამედიცინო დოკუმენტაციის მიღება, გადამოწმება და სისტემატიზაცია; ** დოკუმენტების სკანირება, ელექტრონულ სისტემაში ატვირთვა და შესაბამის საქაღალდეებში (Folders) განაწილება; ** პაციენტებთან დაკავშირებული ანალიზების, კვლევებისა და სხვა სამედიცინო დოკუმენტების სპეციალურ პლატფორმაზე ატვირთვა; ** პაციენტების მონაცემების სრულყოფილად შევსება და მუდმივი განახლება; ** სხვადასხვა ადმინისტრაციული დავალების შესრულება და გუნდის წევრების მხარდაჭერა ყოველდღიურ საქმიანობაში. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** სასურველია სამედიცინო სფეროში მუშაობის გამოცდილება; ** სავალდებულოა ინგლისური და რუსული ენების ცოდნა; ** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა. პიროვნული უნარები: ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** ორგანიზებულობა და დისციპლინა; ** ყურადღება დეტალების მიმართ; ** კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი; ** სწრაფად სწავლისა და ახალ გარემოსთან ადაპტაციის უნარი. თუ ფიქრობთ, რომ ეს პოზიცია თქვენთვისაა, გამოგვიგზავნეთ თქვენი CV [email protected]