TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / SAP ERP მენეჯერი

SAP ERP მენეჯერი

საერთაშორისო კომპანია თბილისი ქართული
Posted Aug 04, 2026 20h ago apply by Sep 02, 2026

Job description

საერთაშორისო კომპანია აცხადებს ვაკანსიას „SAP ERP მენეჯერის “ პოზიციაზე, რომელიც უხელმძღვანელებს კომპანიის რესურსების (ERP) სისტემების დაგეგმვას, დანერგვას, მხარდაჭერასა და ოპტიმიზაციას. ლოკაცია: თბილისი, ორთაჭალა გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:30 -18:30 ანაზღაურება: 8000 Net. ბენეფიტები: ჯანმრთელობის დაზღვევა, კორპორატიული ნომერი. ძირითადი ფუნქციები: სტრატეგია და მართვა SAP ERP-ის გრძელვადიანი გეგმის განსაზღვრა და განხორციელება კომპანიის საერთო მიზნებთან და IT სტრატეგიასთან შესაბამისობაში; ERP მართვის მოდელების, ცვლილებების მართვის პროტოკოლებისა და სისტემური შესაბამისობის სტანდარტების ჩამოყალიბება და აღსრულება; ERP პროექტების ბიუჯეტების, რესურსების განაწილების, მომწოდებელთა კონტრაქტებისა და გარე პარტნიორებთან SLA შეთანხმებების მართვა. სისტემის ოპერირება და ოპტიმიზაცია SAP ეკოსისტემის (მაგ. S/4HANA, FICO, MM, SD, PP) ყოველდღიური მხარდაჭერის, გაუმჯობესებისა და შესრულების მონიტორინგის ზედამხედველობა; შეფერხებების, ავტომატიზაციის შესაძლებლობებისა და სისტემის განახლებების იდენტიფიცირებით უწყვეტი გაუმჯობესების ხელშეწყობა; SAP-სა და მესამე მხარის არა-SAP აპლიკაციებს შორის ინტეგრაციის ჯვარედინ-ფუნქციური პროექტების ხელმძღვანელობა. დაინტერესებულ მხარეებთან ურთიერთობა შიდა SAP ფუნქციონალური და ტექნიკური კონსულტანტების/ანალიტიკოსების მაღალეფექტური გუნდის ხელმძღვანელობა, შექმნა და დახვეწა; ტოპ მენეჯმენტთან და ძირითად ბიზნეს დაინტერესებულ მხარეებთან ERP ინიციატივების შეთანხმება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ბაკალავრის ან მაგისტრის ხარისხი კომპიუტერულ მეცნიერებაში, საინფორმაციო ტექნოლოგიებში, ბიზნესის ადმინისტრირებაში ან მონათესავე სფეროში; ოფიციალური SAP სერტიფიკატები (მაგ., SAP S/4HANA, SAP Project Management) ჩაითვლება უპირატესობად; SAP სისტემებში მინიმუმ 10 წლიანი სამუშაო გამოცდილება, აქედან მინიმუმ 4+ წელი გუნდის ხელმძღვანელობის ან მენეჯერულ პოზიციაზე; SAP S/4HANA-ის სრული ციკლის დანერგვის ან S/4HANA-ზე მიგრაციის პროექტების მართვის დადასტურებული გამოცდილება; SAP-ის ძირითადი მოდულების (მაგ., FI/CO, MM, SD, PP, WM/EWM) ცოდნა; სასურველია, SAP არქიტექტურის, ABAP დეველოპმენტის ციკლისა და SAP Integration Suite/BTP-ის საფუძვლიანი ცოდნა. ინგლისური ენის ცოდნა C1 დონეზე. პიროვნული უნარები: სტრატეგიული აზროვნება; პრობლემების გადაჭრის უნარი; დელეგირების უნარი. ჩვენ გთავაზობთ: კომფორტულ სამუშაო გარემოს; კარიერული განვითარების შესაძლებლობას; ფიტპასით სარგებლობის შესაძლებლობა; დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე (CV) გთხოვთ, გამოაგზვანოთ ელ. ფოსტაზე: [email protected] და სათაურის ველში მიუთითეთ „SAP ERP მენეჯერი“. აქვე გაცნობებთ, რომ კომპანია ატარებს ანტიდისკრიმინაციულ და თანასწორობის პოლიტიკას და კანდიდატის შერჩევისას ვითვალისწინებთ მხოლოდ მის პროფესიულ ცოდნას, სამუშაოსთან რელევანტურ გამოცდილებასა და უნარ-ჩვევებს. კომპანია ადასტურებს, რომ შერჩევისა და თანამშრომლების ნებისმიერ ეტაპზე გამორიცხულია კანდიდატების დისკრიმინაცია ნებისმიერი ნიშნით.