SAP უფასო სასწავლო პროგრამები
Job description
" EPAM Campus " აცხადებს მიღებას SAP Full Stack JavaScript Development (UI5 & CAP Node.js)-ის უფასო ონლაინ სასწავლო პროგრამაზე . პროგრამა განკუთვნილია მათთვის, ვინც ფლობს JavaScript-ის საფუძვლებს და სურს ცოდნის გაღრმავება SAP ეკოსისტემაში. 21-კვირიანი პროგრამის ფარგლებში მონაწილეები: ** შეისწავლიან SAP ეკოსისტემაში კორპორაციული აპლიკაციების შექმნის პრინციპებს ** გაეცნობიან SAP CAP-სა და Node.js-ის გამოყენებას back-end სერვისების განვითარებისთვის ** მიიღებენ პრაქტიკულ გამოცდილებას SAPUI5-ით თანამედროვე მომხმარებლის ინტერფეისების შექმნაში ** გაიგებენ, როგორ მუშაობს front-end და back-end კომპონენტები Full Stack SAP პროექტებში გაეცანით პროგრამის დეტალებს ინგლისურად და გაიარეთ რეგისტრაცია დღესვე: https://epa.ms/ge-campus-sap-5774 SAP ქონსალთინგი / SAP Consulting EPAM Campus აცხადებს მიღებას SAP Consulting-ის უფასო ონლაინ ტრენინგზე, რომელიც განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს IT კონსალტინგში კარიერის დაწყება და თანამედროვე ბიზნეს სისტემების საფუძვლიანად შესწავლა. კურსი ეტაპობრივად გაგაცნობთ SAP ERP სისტემას, მის ძირითად მოდულებსა და SAP კონსულტანტის როლს. პროგრამის დასრულების შემდეგ შეიძენთ რეალურ პროექტებზე სამუშაოდ საჭირო ტექნიკურ და პრაქტიკულ უნარებს როგორც EPAM-ში, ისე ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში. გაეცანით პროგრამის დეტალებს ინგლისურად და დარეგისტრირდით დღესვე: https://epa.ms/ge-campus-sap-5866