საფირმო მაღაზიების გაყიდვების სამსახურის უფროსი
Job description
ღვინის მწარმოებელი კომპანია "ხარება" უძველეს ტრადიციებზეა დაფუძნებული. კომპანია მუშაობს ვაზის უნიკალური კულტურის შენარჩუნებასა და ღვინის წარმოებაზე, როგორც უძველესი მეთოდით, ასევე უახლესი ტექნოლოგიებით. შპს "მეღვინეობა ხარება" აცხადებს ვაკანსიას საფირმო მაღაზიების გაყიდვების სამსახურის უფროსის პოზიციაზე. სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი სამუშაო განაკვეთი: 5 დღიანი სამუშაო კვირა (08:30 სთ-დან 17:30 სთ-)მდე ანაზღაურება: 3000 ლარი გამოსაცდელი ვადა 6 თვე ფუნქციები და მოვალეობები: ** პროდუქციის ეფექტიანი გაყიდვების გეგმის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება; ** გაყიდვებთან დაკავშირებული პროექტების ეფექტურად მართვაში მონაწილეობის მიღება; ** საფირმო მაღაზიების (თბილისი, მცხეთა), ყოველ დღიური მონიტორინგი/კონტროლი; ** ბაზარზე პროდუქციის გაყიდვების/მომხმარებლების შენარჩუნების და ზრდის უზრუნველყოფა; ** კომპანიის პროდუქციის გაყიდვის მიზნით პოტენციურ მომხმარებლებთან მოლაპარაკების წარმოებაში მონაწილეობის მიღება; ** მარკეტინგის სამსახურთან კოორდინირებული მუშაობა; ** მომხმარებელთა ბაზების წარმოებისთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება; ** გაყიდული პროდუქციის მყიდველამდე მიწოდების სრული ტექნიკურ-ლოჯისტიკური და დოკუმენტალური მხარდაჭერა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** რითეილ სფეროში მუშაობის გამოცდილება; ** უპირატესობად ჩაითვლება ინგლისური და რუსული ენის ცოდნა; ** მომსახურების სტანდარტების ცოდნა; ** საოფისე პროგრამების ცოდნა. პიროვნული უნარ-ჩვევები: ** მოლაპარაკების წარმოების უნარი; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა. დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: [email protected] . გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "საფირმო მაღაზიების გაყიდვების სამსახურის უფროსი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გაცნობებთ, რომ, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, საქართველოს კანონის "პერსონალური მონაცემთა დაცვის შესახებ" შესაბამისად ექვემდებარება შენახვა-დამუშავებას 1 წლის განმავლობაში.