TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / სარჩელების მომზადების იურისტი

სარჩელების მომზადების იურისტი

fin-bureau Georgia ქართული
Posted Aug 06, 2026 20h ago apply by Sep 06, 2026

Job description

" ფინბიურო " სასესხო ვალდებულებების მართვის სფეროში მუშაობს 2015 წლიდან. ორგანიზაციის ძირითადი მიმართულება სუბიექტების ეკონომიკური გაჯანსაღებაა, ამ მიზნით შეისყიდის სასესხო პორტფელებს ბანკებისა და მიკროსაფინანსოებისგან. "ფინბიურო" აერთიანებს 18 ფილიალსა და 800-ზე მეტ თანამშრომელს. "ფინბიურო" აცხადებს ვაკანსიას სარჩელების მომზადების იურისტის პოზიციაზე თბილისში. სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 10:00-დან 19:00-მდე სამუშაო ადგილი: თბილისი ანაზღაურება: 1700ლ სამუშაოს აღწერა: ** სარჩელების, განცხადებების და სხვა საპროცესო დოკუმენტების მომზადება; ** სამართლებრივი ანალიზი; ** კანონმდებლობის კვლევა; ** მომზადებული სარჩელების სრული შესაბამისობა საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნებთან. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი იურიდიული განათლება; ** სასამართლო პრაქტიკის ცოდნა; ** წერითი კომუნიკაციის მაღალი დონე; ** დეტალებზე ორიენტირებულობა. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV შემდეგ მისამართზე: [email protected] და სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "სარჩელების მომზადების იურისტი" წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი განაცხადი არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც შპს "ფინბიურო"-სათვის ხელმისაწვდომი გახდება კომპანიაში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 12 (თორმეტი) თვის ვადით. კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, შპს "ფინბიურო"-ში შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების შპს "ფინბიურო"-სათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა შპს "ფინბიურო"-ში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.