სარეკლამო წარმოების ხელოსანი/გარე რეკლამის სპეციალისტი
Job description
კომპანია " ეიდიესეს პრინტი " (ADSS PRINT) 2008 წლიდან ქმნის ფართოფორმატიანი ბეჭდვის, მასთან დაკავშირებული მომსახურებისა და გარე რეკლამის წარმოების ახალ სტანდარტს. ჩვენი მთავარი ღირებულება ხარისხი და ოპერატიულობაა, იმიჯს კი ჩვენი დამკვეთები ქმნიან — ქვეყნის უმსხვილესი საბანკო სექტორი, სახელმწიფო თუ კერძო ორგანიზაციები (ყოველწლიურად 700-მდე ერთგული სუბიექტი). "ADSS PRINT"-ის მთავარი ძალა განვითარებაზე ორიენტირებული, პროფესიონალი კადრებისგან შემდგარი გუნდია. კომპანიის პრიორიტეტს თანამედროვე ტექნიკური რესურსი და მანქანა-დანადგარების ფართო სპექტრი წარმოადგენს. ჩვენი მიზანია პარტნიორებთან ერთად სტაბილური განვითარება და ერთობლივი წარმატება. კომპანია "ADSS PRINT" აცხადებს ვაკანსიას სარეკლამო წარმოების ხელოსნის/გარე რეკლამის სპეციალისტის პოზიციაზე. თუ გსურთ, აქტიურად ჩაერთოთ სარეკლამო წარმოების საინტერესო პროცესებში და პრაქტიკულად შეისწავლოთ ინდუსტრიის სპეციფიკა, ეს ვაკანსია თქვენთვისაა! სამუშაო ადგილი: თბილისი სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00 სთ ანაზღაურება: ფიქსირებული (გამოცდილების მიხედვით) ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** გარე და შიდა რეკლამების აბრებისა და სხვა სარეკლამო მასალების აწყობა და დამზადება; ** ბანერის, სტიკერის, ბადე-სტიკერის მონტაჟი/დემონტაჟი და სხვა მასალების მონტაჟი სხვადასხვა ზედაპირზე; ** რეკლამის კონსტრუქციების აწყობა და მასალებთან მუშაობა (აკრილი, პლასტიკი, ალუმინის პროფილები, კომპოზიციური პანელები); ** დამზადებული რეკლამის ობიექტზე მონტაჟი და ინსტალაცია; ** საამქროს წესრიგის დაცვა და ინვენტართან ფრთხილად მუშაობა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** მსგავს პოზიციაზე (სარეკლამო წარმოება ან ავეჯის დამზადება) მუშაობის გამოცდილება; ** ხელსაწყოებთან (კუთხსახეხი ე.წ. "ბარგალკა", ბურღი, ელექტრო ხერხი და სხვ.) მუშაობის გამოცდილება; ** ელექტრომონტაჟის საბაზისო ცოდნა (განათების სისტემების აწყობა); ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, დეტალებზე ორიენტირებულობა და ფიზიკური გამძლეობა; ** B კატეგორიის მართვის მოწმობა ჩაითვლება უპირატესობად. რას გთავაზობთ? ** FITT Pass; ** მშვიდი და კომფორტული სამუშაო გარემო; ** სტაბილური და გრძელვადიანი დასაქმების შესაძლებლობა; ** კარიერული და პროფესიული განვითარების შესაძლებლობა; ** შესაძლებლობა, პრაქტიკულად შეისწავლოთ სარეკლამო ინდუსტრიის სპეციფიკა. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ CV მეილზე: [email protected] . აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება: "სარეკლამო წარმოების ხელოსანი / გარე რეკლამის სპეციალისტი". კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ: https://adssprint.com.ge/#2 კომპანია "ეიდიესეს პრინტი" პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების კომპანია "ეიდიესეს პრინტში" გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნეს, გადაეცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ აღნიშნული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა "ეიდიესეს პრინტში" ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.