TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / სარემონტო პროექტების ტექნიკური მენეჯერი

სარემონტო პროექტების ტექნიკური მენეჯერი

BuildWorks Georgia ქართული
Posted Aug 03, 2026 20h ago apply by Aug 30, 2026

Job description

BuildWorks ეძებს პრაქტიკული გამოცდილების მქონე ტექნიკურ მენეჯერს , რომელიც შეძლებს თბილისში მიმდინარე საცხოვრებელი სარემონტო პროექტების ადგილზე მართვას, სამუშაოების ხარისხის კონტროლსა და ხელოსნების კოორდინაციას. საკუთარი ბრიგადის არსებობა სავალდებულო არ არის — კომპანია მუშაობს შერჩეული ხელოსნების ქსელთან, ტექნიკური მენეჯერის პასუხისმგებლობა იქნება მათი ორგანიზება და ხარისხის კონტროლი. ძირითადი მოვალეობები: ** ობიექტის აზომვა და სამუშაოების დაგეგმვაში მონაწილეობა ** სარემონტო პროცესის ეტაპების ორგანიზება და კონტროლი ** ხელოსნების კოორდინაცია და შესრულებული სამუშაოების მიღება ** ფარული და ფინიშის სამუშაოების ხარისხის კონტროლი ** მასალების რაოდენობის განსაზღვრაში მონაწილეობა ** მასალების შეკვეთის, მიტანისა და ნაშთების კონტროლი ** სამუშაო გრაფიკისა და ვადების მონიტორინგი ** ობიექტიდან რეგულარული ფოტო-ვიდეო ანგარიშის მომზადება ** კლიენტთან მიმდინარე საკითხებზე პროფესიული კომუნიკაცია ** დეფექტების გამოვლენა და მათი დროული გამოსწორების ორგანიზება ** პროექტის ჩაბარებისა და საგარანტიო საკითხების კოორდინაცია სავალდებულო მოთხოვნები: ** ბინების სარემონტო პროცესების პრაქტიკული ცოდნა ** მსგავსი მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება ** ტექნიკური და არქიტექტურული ნახაზების საბაზისო გაგება ** ობიექტის აზომვის უნარი ** მასალების და სამუშაო მოცულობების დათვლის საბაზისო გამოცდილება ** პასუხისმგებლობა, ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტაცია ** ხელოსნებთან მკაფიო და შედეგზე ორიენტირებული კომუნიკაცია ** კლიენტთან კორექტული ურთიერთობის უნარი ** მართვის მოწმობა ** Excel-ის ან Google Sheets-ის საბაზისო ცოდნა ** უპირატესობა: სამშენებლო, არქიტექტურული ან საინჟინრო განათლება სამუშაო პირობები და ანაზღაურება: საცდელი პერიოდი (პირველი თვე): ფიქსირებული ანაზღაურება — 1, 500 ლარი (ხელზე ასაღები). თუ საცდელი პერიოდის განმავლობაში კანდიდატს გადაეცემა აქტიური პროექტი, ფიქსირებულ ანაზღაურებას დაემატება მის მიერ მართული პროექტის რეალური მოგების 20%. საცდელი პერიოდის წარმატებით დასრულების შემდეგ: 1, 500 ლარი ფიქსირებული + მართული პროექტების რეალური მოგების 20%. აქტიური პროექტების რაოდენობისა და მოცულობის მიხედვით, სავარაუდო თვიური შემოსავალი შეადგენს დაახლოებით 2, 500-6, 000 ლარს . სხვა სარგებელი: საწვავი აქტიური პროექტების რაოდენობის მიხედვით, ობიექტებს შორის გადაადგილებისთვის. როგორ მოვახდინოთ განაცხადი: დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ CV და მოკლე ინფორმაცია შემდეგ მისამართზე: [email protected] ** რა ტიპის პროექტებზე გიმუშავიათ ** რა პასუხისმგებლობები გქონდათ ** რამდენი ობიექტის ერთდროულად მართვა შეგიძლიათ ** გაქვთ თუ არა მართვის მოწმობა და ავტომობილი განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 30 აგვისტო . განაცხადები განიხილება შემოსვლისთანავე, შესაბამისი კანდიდატის შერჩევამდე. შესაბამისად, ვაკანსია შესაძლოა ვადის დადგომამდე ადრე შეივსოს.