სასაწყობო ინფრასტრუქტურის მართვის სამსახურის უფროსის ასისტენტი
Job description
შპს „ორბი ჯგუფი თბილისი“ აცხადებს ვაკანსიას სასაწყობო ინფრასტრუქტურის მართვის სამსახურის უფროსის ასისტენტის პოზიციაზე. მდებარეობა: თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზირი სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი–პარასკევი, 09:00–18:00 ანაზღაურება: შეთანხმებით ძირითადი მოვალეობები სასაწყობე პროცესების კოორდინაცია და ოპერაციების ეფექტიანი მართვა; ამწე-დამტვირთველების გამართული და უსაფრთხო ექსპლუატაციის კონტროლი; მასალებისა და პროდუქციის მიღების, განთავსებისა და გაცემის პროცესების კონტროლი; FIFO/FEFO პრინციპის დაცვის უზრუნველყოფა; ძირითადი საშუალებების დაბარკოდების ორგანიზება; ინვენტარიზაციის პროცესის ორგანიზება და მხარდაჭერა; სასაწყობე სივრცეების ორგანიზება და მარაგების სწორი განთავსების კონტროლი; დაქვემდებარებული თანამშრომლების მართვა, ინსტრუქტაჟი და დისციპლინის კონტროლი; შრომის უსაფრთხოებისა და შინაგანაწესის მოთხოვნების დაცვა; საჭირო დოკუმენტაციისა და საბაზისო პროგრამული ოპერაციების შესრულება; უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები საწყობში/ლოგისტიკაში კადრების მართვის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება (საწყობის უფროსი, მიმართულების მენეჯერი ან ჯგუფის ხელმძღვანელი); მარაგების აღრიცხვის პროგრამასთან მუშაობის გამოცდილება (სასურველია 1C); MS Word-ისა და Excel-ის ცოდნა საშუალო დონეზე; ინგლისური ენის ცოდნა; სასურველია რუსული ენის ცოდნა (საწყის დონეზე). პიროვნული უნარები დეტალებზე ორიენტირებულობა; პუნქტუალურობა და დისციპლინირებულობა; ანალიტიკური აზროვნება; გუნდური მუშაობის უნარი. თუ თვლით, რომ თქვენი გამოცდილება და უნარები აღნიშნული პოზიციის მოთხოვნებს შეესაბამება და გსურთ შემოუერთდეთ ჩვენს გუნდს, გამოგვიგზავნეთ თქვენი CV – [email protected] -ზე. გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში მიუთითოთ: „სასაწყობო ინფრასტრუქტურის მართვის სამსახურის უფროსის ასისტენტი“.