საშტატო განრიგით გათვალისწინებულ მთავარი სპეციალისტი / I კატეგორია
Job description
სსიპ- ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ტურიზმის სკოლის საშტატო განრიგით გათვალისწინებულ მთავარი სპეციალისტის (I კატეგორია) თანამდებობაზე შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ტურიზმის სკოლის საშტატო განრიგით გათვალისწინებულ მთავარი სპეციალისტის (I კატეგორია) თანამდებობაზე. ბრძანების პირველი პუნქტით განსაზღვრულ პოზიციაზე შრომის ანაზღაურება თვეში განისაზღვრება 1330 (ათას სამას ოცდაათი) ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო ანარიცხის ჩათვლით). სამუშაო საათები კვირაში არანაკლებ 40 საათისა 09:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა. აპლიკანტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: უმაღლესი განათლება - ბაკალა ერულ პროგრამებს (Mic ვრის აკადემიური ხარისხი; ერთ-ერთი უცხო ენის ცოდნა (წერა, კითხვა, მეტყველება); მუშაობის არა ნაკლებ 1 წლიანი გამოცდილება; ფლობდეს საოფისე კომპიუტერულ პროგრამებს: Mic rosoft Office, Internet Browser ); აპლიკანტი უნდა იცნობდეს: საქართველოს კანონს “უმაღლესი განათლების შესახებ”; თსუ-ში მოქმედ რეგულაციებს. აპლიკანტს მოეთხოვება შემდეგი პიროვნული თვისებები: კრეატიულობა და შემოქმედებითობა; ყურადღებიანობა და დეტალებზე ორიენტირებულობა; ოპერატიულობა; ერთდროულად სხვადასხვა ამოცანაზე დამოუკიდებლად და ეფექტურად მუშაობის უნარი; გუნდურობა და კომუნიკაბელურობა; დასაბუთების უნარი; ფორსმაჟორულ სიტუაციაში მუშაობის შესაძლებლობა; პუნქტუალურობა და დროის ეფექტიანი მართვა; ცვლილებების ადეკვატურად აღქმის და სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი. სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ტურიზმის სკოლის საშტატო განრიგით გათვალისწინებულ მთავარი სპეციალისტის (I კატეგორია) თანამდებობაზე დასაქმებულ პირს მოეთხოვება შემდეგი ფუნქციების (ძირითადი მოვალეობები) შესრულება: პედაგოგიური დატვირთვების მომზადება სასწავლო პროგრამისა და სტუდენტთა კონტიგენტის შესაბამისად თსუ-ში მოქმედი წესების მიხედვით; სასწავლო ცხრილების მომზადება და ლექტორებზე გაცნობა; პრაქტიკაზე განაწილებულ სტუდენტთა მომსახურება, მენტორთან კოორდინაცია და ხელმძღვანელობა; სკოლის სააუდიტორიო ფონდის ადმინისტრირება; შიდა და გარე მობილობით გადმოსულ სტუდენტთა კრედიტების აღიარების კომისის წევრობა; სტუდენტთა სამეცნიერო საქმიანობის ხელშეწყობა; კომპეტენციის ფარგლებში ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტისა და ტურიზმის სკოლის ადმინისტრაციის სხვა დავალებების შესრულება; სკოლაში მოწვეული პედაგოგიური პერსონალის სემესტრული დატვირთვებისათვის ფორმა 2 და ფორმა 5 -ის მომზადებაში მონაწილეობა; შემოსული კორესპონდენციის ადრესაციას დამუშავების მიზნით და შემდგომ მზა დოკუმენტების გაცემას სტუდენტებზე; სტუდენტების საინფორმაციო მომსახურების გაწევა (განცხადების გაფორმების შესახებ, გამოცდების გადატანის შესახებ, აპელაციის, აკადემიურ რეგისტრაციასთან დაკავშირებული პრობლემების); კონსულტაციის გაწევა ვის უნდა მიმართონ ამა თუ იმ პრობლემის მოგვარებისთვის; სასწავლო პროცესთან დაკავშირებით სტუდენტების კითხვებზე პასუხის გაცემა პირადად, ტელეფონით და ელექტრონული ბაზიდან; განცხადების პასუხების შეტყობინება მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით ან ტელეფონზე პირადად; გამზადებული ცნობების ელექტრონული რეგისტრაცია; კურსდამთავრებულთა დიპლომის დანართების მომზადება; სტუდენტების ანკეტური ინფორმაციის განახლება ბაზაში; საჭიროების მიხედვით პირველკურსელ სტუდენტობის კანდიდატების საბუთების მიღება); კონკურსში მონაწილეობის მსურველ აპლიკანტს მოეთხოვება შემდეგი დოკუმენტების წარმოდგენა: განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე; CV ქართულ ენაზე (დოკუმენტის PDF ვერსია) ელექტრონულად; უმაღლესი განათლების დამადასტურებელო დიპლომის ასლი; პირადობის მოწმობის ან პასპორტის სურათიანი გვერდის ასლი; კონკურსით გამოცხადებული ვაკანსიის დაკავების შემთხვევაში აპლიკანტმა პერსონალის მართვის დეპარტამენტში უნდა წარმოადგინოს ცნობა ,,სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ”. კონკურსში მონაწილეობის მსურველი აპლიკანტის შერჩევა განხორციელდება სააპლიკაციო პაკეტის განხილვის საფუძველზე საკონკურსო კომისიის მიერ. არასრულად დოკუმენტების წარმოდგენის შემთხვევაში, საკონკურსო კომისიის მიერ აპლიკანტის დოკუმენტები არ განიხილება. აპლიკანტი, ვის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების დააკმაყოფილებს საკონკურსო მოთხოვნებს, წინასწარი შეტყობინების საფუძველზე შესარჩევ კომისიასთან გაივლის გასაუბრებას (კონკრეტული თარიღი და დრო ეცნობებათ წინასწარ). გასაუბრების შედეგები აპლიკანტს ეცნობება პირადად; ბრძანებით მოთხოვნილი დოკუმენტები აპლიკანტების მიერ გადმოგზავნილი უნდა იქნეს 2026 წლის 5 აგვისტოდან 2026 წლის 9 აგვისტოს ჩათვლით 17:00 საათამდე ელექტრონულ მისამართზე: [email protected] სათაურის ველში უნდა მიეთითოს - ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ტურიზმის სკოლის მთავარი სპეციალისტის (I კატეგორია).