სასწავლო პროცესების მხარდაჭერის სპეციალისტი
Job description
სსიპ კოლეჯი "ფაზისი" აცხადებს ღია კონკურსს სასწავლო პროცესების მხარდაჭერის სპეციალისტის ვაკანტურ პოზიციაზე. ზოგადი ინფორმაცია: კონკურსის ტიპი: ღია ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 1 დასაქმების ადგილი: ფოთი, კონსტიტუციის ქ. N54 სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი გამოსაცდელი ვადა: 3 თვე ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** კოლეჯის ავტორიზაციისა და თვითშეფასების პროცესის განხორციელებაში მონაწილეობის მიღება; ** კოლეჯის პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის კონსულტაციების გაწევა კალენდარული გეგმების, უწყისებისა და შეფასების ინსტრუმენტების შედგენაში; ** საჭიროებისამებრ შეხვედრების განხორციელება კოლეჯის პროგრამის ხელმძღვანელებთან სასწავლო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით; ** პროფესიულ სტუდენტთა გამოცხადების კონტროლი; ** პროფესიული განათლების მასწავლებლების მიერ შევსებული სასწავლო/შემაჯამებელი უწყისების დროული ჩაბარების მონიტორინგი, მათი გადამოწმება და საქმისწარმოების წესების შესაბამისად შენახვა/არქივირება; ** საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში შემოსულ კორესპონდენციაზე გონივრულ ვადაში პასუხის გაცემა; ** საჭიროებისამებრ კოლეჯის დირექტორის ცალკეული დავალებების შესრულება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** განათლება: უმაღლესი განათლება; ** სამუშაო გამოცდილება: სფეროს მიმართულებით არანაკლებ 1 წლიანი მუშაობის გამოცდილება; ** ენობრივი კომპეტენცია: სახელმწიფო (ქართული) ენის სრულყოფილად ფლობა; ** სასურველია: ადმინისტრაციულ დარგში მუშაობის გამოცდილება. კომპიუტერული პროგრამების ფლობა: ** Microsoft Office Word ** Microsoft Office Excel ** Microsoft Office Outlook ** Microsoft Office PowerPoint პიროვნული მახასიათებლები და უნარები: ** ეფექტური კომუნიკაციის უნარი; ** აზრის თავისუფლად და არგუმენტირებულად გადმოცემის უნარი; ** ორგანიზებულობა და შედეგზე ორიენტირებულობა; ** ანალიტიკური აზროვნების უნარი. შერჩევის ეტაპები: ** შემოსული განაცხადების (CV/რეზიუმე) გადარჩევა; ** გასაუბრება. დამატებითი ინფორმაცია და განაცხადის შეტანის წესი: ** პროფესიული განვითარება: აღნიშნულ პოზიციაზე შერჩევის შემთხვევაში, დასაქმებულს მოეთხოვება კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით თბილისსა და რეგიონებში ორგანიზებულ ტრენინგებში მონაწილეობის მიღება. ** კავშირი კანდიდატებთან: დავუკავშირდებით მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომელთა განაცხადიც სრულად შეესაბამება ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს. საბუთების მიღება: დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე (CV) უნდა გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართებზე: [email protected] და წერილის სათაურის ველში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ სასურველი პოზიციის დასახელება.