TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / სასწავლო პროცესის მართვის მენეჯერი

სასწავლო პროცესის მართვის მენეჯერი

european-university Georgia ქართული
Posted Jul 17, 2026 12h ago apply by Aug 17, 2026

Job description

ევროპის უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის მენეჯერის პოზიციაზე. სამუშაო პირობები: სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, დ. გურამიშვილის გამზირი 76; სამუშაო გრაფიკი: სრული; სამუშაო პერიოდი: 6 თვიანი გამოსაცდელი პერიოდი. შერჩევის პროცესი იყოფა 2 ეტაპად: ** რეზიუმეების გადარჩევა; ** ინდივიდუალური გასაუბრება. ძირითადი მოვალეობები: ** აბიტურიენტთა დოკუმენტების მიღება და მათთან საგანმანათლებლო მომსახურების ხელშეკრულებების გაფორმების უზრუნველყოფა; ** სტუდენტის სტატუსის მოპოვების/შეჩერების/შეწყვეტის/დამატებით სემესტრში რეგისტრაციის შესახებ ინფორმაციის შეგროვება და დეკანისთვის მიწოდება; ** სტუდენტთა პირადი საქმეების წარმოება; ** პროგრამის ხელმძღვანელების ჩართულობით ცხრილის შედგენის უზრუნველყოფა; ** სასწავლო პროცესის მონიტორინგი, ასევე აკადემიური/მოწვეული პერსონალის მიერ ლექცია/სემინარებზე დროულად გამოცხადების კონტროლი; ** კრედიტების აღიარების კომისიის საქმიანობის ხელშეწყობა; ** დიპლომის, დიპლომის დანართის, სერტიფიკატის გასაცემად აუცილებელი ინფორმაციის მომზადება და დეკანისთვის მიწოდება; ** სტიპენდიატთა სიის დეკანისთვის წარდგენა; ** სტუდენტთა და აკადემიური/მოწვეული პერსონალის ინფორმირება სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ საკითხებზე; ** საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში სტუდენტების კონსულტირება, მათი მხარდაჭერა სასწავლო პროცესის დაგეგმვაში და მათთვის ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შედგენის პროცესში მონაწილეობა; ** დეკანისთვის სტუდენტის სწავლის დამადასტურებელი ცნობების და ნიშნების ფურცლის პროექტების მომზადება და წარდგენა; ** შიდა საუნივერსიტეტო ბაზაში აკადემიური/მოწვეული პერსონალის მიერ შუალედური შეფასებების (გარდა შუალედური და დასკვნითი/დამატებითი გამოცდებისა) დროულად ასახვის მონიტორინგი; ** საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, შემოსულ კორესპონდენციაზე პასუხის მომზადება; ** სტუდენტისთვის ინფორმაციის მიწოდება შიდა საუნივერსიტეტო აქტებში განხორციელებული ცვლილებების შესახებ, ასევე ინფორმაციის მიწოდება მათი უფლებების შესახებ და საჭიროების შემთხვევაში, საკონსულტაციო შეხვედრების ორგანიზება; ** უნივერსიტეტის სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინაცია; ** სტუდენტებთან ეფექტიანი კომუნიკაცია, სტუდენტის საჭიროებების იდენტიფიცირება და დეკანის ინფორმირება; ** სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციების ორგანიზებაში მონაწილეობა; ** ფაკულტეტზე სასწავლო პრაქტიკების დაგეგმვის, ჩატარებისა და დაცვის პროცესების კონტროლი; ** საბაკალავრო და სამაგისტრო ნაშრომების დაცვის კოორდინაცია; ** ფაკულტეტზე დაგეგმილი სასწავლო, სამეცნიერო და სხვა ტიპის ღონისძიებების ორგანიზებაში მონაწილეობა; ** დეკანის სხვა დავალებების შესრულება სასწავლო და საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით; საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება - ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; ** მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება; ** განათლების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; ** MS Office (Word ძალიან კარგი, Excel კარგი, PPT-ძალიან კარგი); ** ინგლისური ენა - A2 დონე (მეტყველება, წერა) . პიროვნული და პროფესიული უნარ-ჩვევები: ** სისტემური აზროვნების უნარი; ** ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი; ** პასუხისმგებლობა; ** ორგანიზებულობა; ** სტრესის მართვის უნარი; ** დროის მართვის უნარი; ** დეტალებზე ორიენტირებულობა; ** გუნდური მუშაობის უნარი; ** შედეგზე ორიენტირებულობა; ** ცვლილებების მიმღებლობის უნარი. დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, რომ დაგვიტოვოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელფოსტაზე: [email protected] . გთხოვთ, წერილში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. გაითვალისწინეთ, დავუკავშირდებით მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც სრულად აკმაყოფილებენ ვაკანსიის განაცხადში წარმოდგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს. განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 2026 წლის 17 აგვისტო .