TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / სასწავლო პროცესის მართვის უფროსი სპეციალისტი

სასწავლო პროცესის მართვის უფროსი სპეციალისტი

Posted Aug 03, 2026 20h ago apply by Aug 09, 2026

Job description

თანდართული ფაილი: 742114_Attachment_1526344.zip სსიპ-"ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი " აცხადებს კონკურსს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის (შტატგარეშე) უფროსი სპეციალისტის პოზიციაზე შესარჩევად. 1. სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის (შტატგარეშე) უფროსი სპეციალისტის პოზიციაზე. 2. ბრძანების პირველი პუნქტით განსაზღვრულ პოზიციაზე შრომის ანაზღაურება თვეში განისაზღვრება 1130 (ათას ას ოცდაათი) ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო ანარიცხის ჩათვლით). სამუშაო საათები კვირაში არანაკლებ 40 საათისა 09:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა. 3. აპლიკანტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ა) უმაღლესი განათლება - ბაკალავრის აკადემიური ხარისხი; ბ) ინგლისური ენის ცოდნა (წერა, კითხვა, მეტყველება); გ) ფლობდეს საოფისე კომპიუტერულ პროგრამებს (Microsoft Office, Internet Browser); 4. აპლიკანტი უნდა იცნობდეს: ა) საქართველოს კანონს "უმაღლესი განათლების შესახებ"; ბ) თსუ-ში მოქმედ რეგულაციებს. 5. აპლიკანტს მოეთხოვება შემდეგი პიროვნული თვისებები: ა) კრეატიულობა და შემოქმედებითობა; ბ) ყურადღებიანობა და დეტალებზე ორიენტირებულობა; გ) ოპერატიულობა; დ) ერთდროულად სხვადასხვა ამოცანაზე დამოუკიდებლად და ეფექტურად მუშაობის უნარი; ე) გუნდურობა და კომუნიკაბელურობა; ვ) დასაბუთების უნარი; ზ) ფორსმაჟორულ სიტუაციაში მუშაობის შესაძლებლობა; თ) პუნქტუალურობა და დროის ეფექტიანი მართვა; ი) ცვლილებების ადეკვატურად აღქმის და სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი. 6. სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის (შტატგარეშე) უფროსი სპეციალისტის პოზიციაზე დასაქმებულ პირს მოეთხოვება შემდეგი ფუნქციების (ძირითადი მოვალეობები) შესრულება: ** მობილობის პროცესის ორგანიზება (დოკუმენტების მიღება და წარდგენა კრედიტების აღიარების კომისიაში, დოკუმენტების მომზადება აღიარებისათვის). ** ურთიერთობა კრედიტების აღიარების კომისიასთან კომისიის მდივნის ამპლუაში; ** სტატუსაღდგენილი სტუდენტების შესახებ ინფორმაციის მიწოდება თსუ სასწავლო დეპარტამენტისათვის (წერილების მომზადება და გაგზავნა). ** შემოსულ კორესპონდენციაზე მუშაობა კომპეტენციის ფარგლებში. ** მობილობაში მონაწილე სტუდენტების პირადი საქმეების ორგანიზება. ** მობილობით გადმოსულ და სტატუსაღდგენილ სტუდენთა აღიარებული კრედიტების შეტანა ბაზაში. ** წარდგინების მომზადება მობილობით გადმოსულ სტუდენტებზე. ** ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე ჩასარიცხ და ჩარიცხულ სტუდენტთა საქმისწარმოების კოორდინირება; ** საერთაშორისო გაცვლითი პროგრამებით მიღებული სტუდენტების სწავლის ორგანიზება; უწყისების წარმოება, საჭიროების შემთხვევაში სტუდენტებთან ყოველდღიური ურთიერთობა, სასწავლო პროცესთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარება შესაძლებლობის ფარგლებში; სასწავლო პროცესთან დაკავშირებული სხვადასხვა სახის მონაცემების მომზადება; შეფასების უწყისების წარმოება; ** სასწავლო პროცესის მართვის სამსახურისთვის დახმარების გაწევა ეტაპობრივად (აბიტურიენტებისთვის ხელშეკრულებების გაფორმება, დოკუმენტაციების მიღება- მოწესრიგება ბაკალავრიატსა და მაგისტრატურაში და სხვა). ** ინდივიდუალური სასწავლო გეგმის მქონე სტუდენტებისთვის სასწავლო პროცესის ორგანიზება (მათ შორის მსჯავრდებული სტუდენტები). 7. კონკურსში მონაწილეობის მსურველ აპლიკანტს მოეთხოვება შემდეგი დოკუმენტების წარმოდგენა: ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე; ბ) CV ქართულ ენაზე (დოკუმენტის PDF ვერსია) ელექტრონულად; გ) უმაღლესი განათლების დამადასტურებელო დიპლომის ასლი; დ) პირადობის მოწმობის ან პასპორტის სურათიანი გვერდის ასლი; ე) კონკურსით გამოცხადებული ვაკანსიის დაკავების შემთხვევაში აპლიკანტმა პერსონალის მართვის დეპარტამენტში უნდა წარმოადგინოს ცნობა "სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ". 8. კონკურსში მონაწილეობის მსურველი აპლიკანტის შერჩევა განხორციელდება სააპლიკაციო პაკეტის განხილვის საფუძველზე საკონკურსო კომისიის მიერ. არასრულად დოკუმენტების წარმოდგენის შემთხვევაში, საკონკურსო კომისიის მიერ აპლიკანტის დოკუმენტები არ განიხილება. აპლიკანტი, ვის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების დააკმაყოფილებს საკონკურსო მოთხოვნებს, წინასწარი შეტყობინების საფუძველზე შესარჩევ კომისიასთან გაივლის გასაუბრებას (კონკრეტული თარიღი და დრო ეცნობებათ წინასწარ). გასაუბრების შედეგები აპლიკანტს ეცნობება პირადად; 9. ბრძანებით მოთხოვნილი დოკუმენტები აპლიკანტების მიერ გადმოგზავნილი უნდა იქნეს 2026 წლის 5 აგვისტოდან 2026 წლის 9 აგვისტოს ჩათვლით 17:00 საათამდე ელექტრონულ მისამართზე: [email protected] . სათაურის ველში უნდა მიეთითოს - ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის (შტატგარეშე) უფროსი სპეციალისტი.