სასტუმროს ადმინისტრატორი
Job description
სასტუმრო "ძველი მეიდანი" აცხადებს ვაკანსიას სასტუმროს ადმინისტრატორის პოზიციაზე. მდებარეობა: თბილისი სამღებროს ქუჩა 9/11 სამუშაო გრაფიკი: 3 დღეში ერთხელ 24 საათი ანაზღაურება: 1000 ლარი + ბონუს სისტემა ძირითადი მოვალეობები: ** სტუმრების მიღება, რეგისტრაცია და ნომრებში განთავსება ** სტუმრებისთვის ინფორმაციის მიწოდება სასტუმროს სერვისებისა და გარემოს შესახებ ** ჯავშნების დამუშავება სატელეფონო ზარების, ელექტრონული ფოსტისა და ონლაინ სისტემების მეშვეობით ** გადახდების მიღება და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება ** სხვადასხვა დეპარტამენტებთან ეფექტური კომუნიკაცია სტუმრების მოთხოვნების დროულად დაკმაყოფილების მიზნით ** კონფლიქტური სიტუაციების მშვიდობიანი და პროფესიონალური გადაწყვეტა საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** ინგლისური და რუსული ენის ცოდნა სასაუბრო დონეზე ** მომხმარებელზე ორიენტირებულობა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი ** ორგანიზებულობა, სისწრაფე და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა რას გთავაზობთ: ** კომფორტული სამუშაო გარემო ** მეგობრული გუნდი ** კარიერული განვითარების შესაძლებლობა ** სტაბილური ანაზღაურება და დანამატები გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: [email protected]