TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / სათავე ნაგებობის მექანიკოსი

სათავე ნაგებობის მექანიკოსი

georgian-amelioration- Georgia ქართული
Posted Jul 29, 2026 5 days ago apply by Aug 11, 2026

Job description

შპს " საქართველოს მელიორაცია " აცხადებს ვაკანსიას სათავე ნაგებობის მექანიკოსის პოზიციაზე თბილისის სერვის ცენტრში. ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** სატუმბი სადგურების ელექტრო-მექანიკური მოწყობილობების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა, გაშვება და მოვლა-შენახვა; ** დანადგარების მუშაობის პროცესის მონიტორინგი და შესაბამისი ჩანაწერების წარმოებაში მონაწილეობა; ** ტექნიკური ხარვეზების გამოვლენა და მათი აღმოფხვრაში ჩართულობა; ** მატერიალური რესურსების, ტექნიკისა და ობიექტის მეთვალყურეობა და დაცვა; ** შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვა; ** ხელმძღვანელობის მიერ გაცემული დავალებების შესრულება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** სასურველია შესაბამის სფეროში მუშაობის გამოცდილება; ** ელექტრო-მექანიკურ მოწყობილობებთან მუშაობის საბაზისო ცოდნა; ** კომპეტენტურობის შესაბამისობის სერტიფიკატი, IAF დამოწმებული; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა. დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე ფოტოსურათით (3X4) და პირადობის მოწმობის ასლი შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: [email protected] არაუგვიანეს - 11.08.2026 . წერილის სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება - "სათავე ნაგებობის მექანიკოსი" წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის მიერ CV-ს (რეზიუმეს) წარდგენა გულისხმობს, პირის მიერ პერსონალური მონაცემების შპს "საქართველოს მელიორაციისთვის" გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში (რეზიუმეში) მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებულ/შენახული იქნება გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება (შენახვა) განხორციელდება თორმეტი (12) თვის ვადით ან/და გამოცხადებულ ვაკანსიაზე განხილვის დასრულებამდე, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით. გაცნობებთ, რომ უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე. კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა განადგურება და გამოთხოვა წერილობით შემდეგ ელფოსტაზე [email protected] აქვე განგიმარტავთ, რომ შესაბამისი თანხმობის (რეზიუმეს განხილვაზე სხვა ვაკანსიებთან დაკავშირებით) არარსებობის შემთხვევაში თქვენი რეზიუმე გამოცხადებულ ვაკანსიაზე განხილვის დასრულების შემდგომ ავტომატურად წაიშლება, არ მოხდება მისი დამუშავება მომავალში გამოცხადებული სხვა მსგავსი ვაკანსიების შემთხვევაში. შპს "საქართველოს მელიორაცია" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპის დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ფორმითა და ნიშნით.