TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / სატელეფონო გაყიდვების მენეჯერი

სატელეფონო გაყიდვების მენეჯერი

vitavida Georgia ქართული
Posted Aug 06, 2026 20h ago apply by Sep 06, 2026

Job description

ონლაინ მაღაზია " VitaVida " აცხადებს ვაკანსიას სატელეფონო გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე. "VitaVida" არის ონლაინ მაღაზია, რომელიც ქმნის მეგობრულ და მოტივირებულ სამუშაო გარემოს. ჩვენ გვჯერა, რომ წარმატება გუნდის თითოეული წევრის ზრდაზე დგას, ამიტომ ვქმნით ისეთ სივრცეს, სადაც მნიშვნელოვანია პროფესიონალიზმი, კომფორტი და ჯანსაღი კორპორატიული კულტურა. თუ გიყვარს დინამიკური გამოწვევები და გსურს გახდე წარმატებული გუნდის ნაწილი - შემოგვიერთდი! პოზიციის დასახელება: სატელეფონო გაყიდვების მენეჯერი სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით (დილის ცვლა: 10:00-17:00 ან საღამოს ცვლა: 16:00-22:00) მდებარეობა: თბილისი, ავლაბრის მეტროს მიმდებარედ ანაზღაურება: ფიქსირებული 800 ლარი + ბონუსი 1500-დან 2000 ლარამდე საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება; ** ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა; ** ინგლისური ან/და რუსული ენის ფლობა ჩაითვლება უპირატესობად; ** გამართული მეტყველების უნარი; ** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება; ** მნიშვნელოვანია კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Windows, MS Word, Excel, Outlook, Internet). ძირითადი მოვალეობები: ** პოტენციურ კლიენტებთან სატელეფონო კომუნიკაცია; ** მომხმარებლებისთვის პროდუქტის შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება; ** შემოსული უკუკავშირის დაფიქსირება და მისი მოგვარების უზრუნველყოფა; ** ლოგისტიკის განყოფილებასთან ურთიერთთანამშრომლობა; ** პროდუქტის გაყიდვა და გაყიდვების მაჩვენებლის ზრდაზე ზრუნვა; ** CRM პროგრამაში შეკვეთების დამუშავება, აქტივობების აღრიცხვა და საჭირო ანგარიშგებების მომზადება. პიროვნული თვისებები: ** განვითარებული კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი; ** მომხმარებელთან მეგობრული და დამაჯერებელი კომუნიკაცია; ** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და დისციპლინა; ** დროის სწორად მართვა და სამუშაო პროცესის ორგანიზებულად წარმართვა; ** ენერგიულობა და ახალი ინფორმაციის, პროდუქტებისა თუ სისტემების სწრაფად ათვისება; ** აქტიური მუშაობა გაყიდვების გეგმისა და კომპანიის მიზნების შესასრულებლად. რას გთავაზობთ ჩვენ: ** სტაბილურ და მზარდ კომპანიაში დასაქმებას; ** მოქნილ სამუშაო გრაფიკსა და ფორმატს: მუშაობა მიმდინარეობს ორგანიზებულად (დილის და საღამოს განაკვეთები, ოფისიდან და დისტანციურად), რაც გუნდთან შეთანხმებით, გრაფიკის სწორად გადანაწილებისა და ერთმანეთის ხელშეწყობის საშუალებას იძლევა; ** მხარდამჭერ სამუშაო გარემოს: პროფესიული და მეგობრული გუნდი, სადაც ერთობლივი ძალისხმევითა და კოორდინაციით მიიღწევა საერთო შედეგები; ** ანაზღაურების სისტემას: ფიქსირებული ანაზღაურება + ბონუსის მკაფიო სისტემა, რომელიც შენს აქტივობასა და შედეგებზეა დამოკიდებული. გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] წერილის თემის ველში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "სატელეფონო გაყიდვების მენეჯერი" შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისთვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მოცემული პერსონალური მონაცემები დამუშავდება/შენახული იქნება მხოლოდ მიმდინარე ან სამომავლო ვაკანსიისთვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე მიზნებისთვის. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისთვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.