სატელეფონო ცენტრის ოპერატორი
Job description
კომპანია " მოგო ", აცხადებს ვაკანსიას სატელეფონო ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე თბილისში. "მოგო" არის საერთაშორისო ჯგუფში "Eleving" შემავალი კომპანია. Eleving ჯგუფი აერთიანებს საერთაშორისო და სწრაფად მზარდ ტექნოლოგიურ კომპანიებს და ოპერირებს 3 კონტინენტზე სატრანსპორტო საშუალებებისა და სამომხმარებლო დაფინანსების მიმართულებით. კომპანია Mogo დაარსდა 2012 წელს ლატვიაში, სწრაფად გადაიქცა მრავალ ბრენდულ ჯგუფად და, 2020 წლიდან, ზედიზედ ორი წლის განმავლობაში Financial Times-ის 1000 ყველაზე სწრაფად მზარდ კომპანიათა სიაშია. ამჟამად Eleving ჯგუფში დასაქმებულია 2500-ზე მეტი თანამშრომელი. მეტი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, იხილოთ კომპანიის ვებ-გვერდი https://www.mogo.ge/ ძირითადი მოვალეობები: ** კლიენტთა დისტანციური მომსახურება (შემომავალი ზარები) ** კომპანიის პროდუქტების სატელეფონო გაყიდვები; საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** კლიენტთა მომსახურების სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება; ** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა; ** ინგლისური/რუსული ენის ცოდნა. დამატებითი მოთხოვნები: ** მომხმარებლების მომსახურების უნარ-ჩვევები; ** გამართული, დამარწმუნებელი და არგუმენტირებული კომუნიკაციის უნარი; ** გუნდური მუშაობის უნარი; ** მოქნილობა, ოპერატიულობა, დისციპლინა და ყურადღება დეტალების მიმართ. ჩვენ გთავაზობთ: ** კონკურენტულ ანაზღაურებას (ფიქსირებული+ბონუსი); ** შესაძლებლობას გახდეთ სწრაფად მზარდი საერთაშორისო კომპანიის თანამშრომელი; ** პროფესიული განვითარებისა და თვითრეალიზაციის შესაძლებლობას; ** სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოს; დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ შემდეგი ლინკის საშუალებით: https://talent.sage.hr/jobs/cf4d894b-f74a-4896-aa5e-45babff9c107