TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / საცალო ქსელის განვითარების მენეჯერი

საცალო ქსელის განვითარების მენეჯერი

gtex Georgia ქართული
Posted Jul 17, 2026 12h ago apply by Aug 15, 2026

Job description

კომპანია "ჯითექსი" 2007 წელს დაარსდა და მას შემდეგ წარმატებულად ოპერირებს ბაზარზე ტანსაცმლის, ავეჯისა და სახლის აქსესუარების ხაზით. იგი აერთიანებს ისეთ საერთაშორისო ბრენდებს, როგორიცაა: Penti, Matalan, OVS, Terranova, KIABI, Enza home, EnglishHome და Principe (HUGO BOSS, BIKKEMBERGS, Christian Lacroix, CERRUTI 1881, BALDESSARINI and POLICE). კომპანია წარმოდგენილია 35-ზე მეტი მაღაზიით თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავსა და გორში. "ჯითექსი" აცხადებს ვაკანსიას საცალო ქსელის განვითარების მენეჯერის პოზიციაზე. სამუშაო განაკვეთი: სრული. ლოკაცია: ქ.თბილისი, მუხრან მაჭავარიანის 4ბ. ფუნქცია-მოვალეობები: საცალო ქსელის გაფართოება და ახალი ლოკაციების განვითარება 1. საცალო ქსელის გაფართოება და ახალი ლოკაციების იდენტიფიცირება 1.1 კომპანიის განვითარების სტრატეგიის შესაბამისად ახალი სავაჭრო ფართების მოძიება. 1.2 ბაზარზე არსებული კომერციული ფართების მუდმივი მონიტორინგი და ახალი ფილიალების გახსნის შესაძლებლობების იდენტიფიცირება. 1.3 პოტენციური ლოკაციების შეფასება კომერციული, ოპერაციული და ფინანსური კრიტერიუმების მიხედვით. 1.4 კონკურენტების ტერიტორიული ანალიზი, შეფასება, რეკომენდაციების მომზადება და წარდგენა კომპანიის მენეჯმენტისთვის. მეიჯარეებთან ურთიერთობა და საიჯარო პროცესების მართვა: 2. მეიჯარეებთან ურთიერთობა და საიჯარო ხელშეკრულებების ადმინისტრირება 2.1 სავაჭრო ცენტრებთან, ბროკერებთან და უძრავი ქონების მფლობელებთან გრძელვადიანი ურთიერთობების განვითარება. 2.2 საიჯარო მოლაპარაკებების წარმოება. 2.3 საიჯარო ხელშეკრულებების მომზადებისა და შეთანხმების პროცესის კოორდინაცია 2.4 მოქმედი საიჯარო ხელშეკრულებების ვადებისა და პირობების კონტროლი. 2.5 იჯარის გაგრძელების, ცვლილებისა და შეწყვეტის პროცესების მართვა. 2.6 საიჯარო დოკუმენტაციის სისტემატიზაცია და დოკუმენტწარმოება კომპანიის დადგენილი წესების შესაბამისად. 2.7 შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობა და საჭირო ნებართვების დროულად მიღების კოორდინაცია. ტენდერების მართვა: 3.სატენდერო დოკუმენტაციების წარმოება და პროცესის მართვა 3.1 სამშენებლო, სარემონტო და სხვა შესაბამისი სამუშაოების ტენდერების ორგანიზება, სამუშაო გეგმის, ეტაპებისა და ვადების განსაზღვრა. 3.2 მომწოდებლებისა და კონტრაქტორი კომპანიების შერჩევის პროცესში მონაწილეობა. 3.3 კომერციული წინადადებების შედარებითი ანალიზისა და შეფასების განხორციელება. 3.4 კონტრაქტორი კომპანიების კვალიფიკაციისა და შესრულებული სამუშაოს მონიტორინგი და შეფასება. ახალი ფილიალის სამშენებლო-სარემონტო და გახსნის პროექტების მართვა: 4. პროექტების განხორციელება და ხარისხის კონტროლი 4.1 ახალი ფილიალების გახსნის პროცესის სრული კოორდინაცია. 4.2 სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების მონიტორინგი. 4.3 პროექტების მიმდინარეობის კონტროლი დამტკიცებული ბიუჯეტის, ვადების, ხარისხის და ტექნიკური სტანდარტების შესაბამისად. 4.4 კონტრაქტორი კომპანიების საქმიანობის კოორდინაცია და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულების კონტროლი. 4.5 პროექტის დასრულების შემდეგ ობიექტის მიღებისა და ექსპლუატაციაში გადაცემის პროცესის კოორდინაცია. 4.6 პროექტების სტატუსის, რისკებისა და შესრულების შესახებ პერიოდული ანგარიშების მომზადება. 4.7 დაქვემდებარებული ტექნიკური/სარემონტო გუნდის სამუშაოს დაგეგმვა, კოორდინაცია, შედეგების მონიტორინგი და შეფასება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, მენეჯმენტის, უძრავი ქონების, არქიტექტურის, ინჟინერიის ან მომიჯნავე მიმართულებით; ** საცალო ვაჭრობის, უძრავი ქონების, სამშენებლო პროექტების, პროექტების მართვის ან ბიზნესის განვითარების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 3-5 წლიანი გამოცდილება; ** სასურველია მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება მენეჯერულ პოზიციაზე. პიროვნული კომპეტენციები/უნარები: ** მოლაპარაკებების ეფექტიანად წარმოების უნარი; ** პროექტების მართვის უნარი; ** ანალიტიკური აზროვნება; ** ფინანსური და კომერციული ანალიზის უნარი; ** დროისა და რესურსების ეფექტიანი მართვა; ** შედეგზე ორიენტირებულობა; ** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა; ** კომუნიკაციისა და პრეზენტაციის ძლიერი უნარები; ** გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უნარი. დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: [email protected] . გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ "საცალო ქსელის განვითარების მენეჯერი" განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 15 აგვისტო . გისურვებთ წარმატებას! თქვენ მიერ (დასაქმების მსურველი კანდიდატის) წინამდებარე ვაკანსიის ფარგლებში მოთხოვნილი ინფორმაციის (პირადი მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ (ებ)ი, სერტიფიკატ (ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია) გადმოგზავნით ადასტურებთ თანხმობას, რომ შპს "ჯითექსი", როგორც დამსაქმებელი, უფლებამოსილია დაამუშაოს გამოგზავნილი ინფორმაცია კანონიერად, სამართლიანად, მონაცემთა სუბიექტისთვის გამჭვირვალედ და მისი ღირსების შეულახავად, კონკრეტულად ამ ვაკანსიის ანდა ამ ვაკანსიის რელევანტური, მომიჯნავე ვაკანსიისთვის განსახილველად, იმ მოცულობით, რომელიც აუცილებელია შესაბამისი ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას კანდიდატს მიაწოდოს: ა) შესასრულებელი სამუშაოს შესახებ; ბ) შრომითი ხელშეკრულების ფორმის (ზეპირი ან წერილობითი) და ვადის (განსაზღვრული ან განუსაზღვრელი) შესახებ; გ) შრომის პირობების შესახებ; დ) შრომითი ურთიერთობისას დასაქმებულის უფლებრივი მდგომარეობის შესახებ; ე) შრომის ანაზღაურების შესახებ ინფორმაცია; კანდიდატი ადასტურებს, რომ მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია არის უტყუარი და აცხადებს თანხმობას, რომ დამატებით წარადგენს უტყუარ ინფორმაციას, რაც საჭირო იქნება წინასახელშეკრულებო ურთიერთობის პერიოდში, რომელზეც ასევე აცხადებს თანხმობას დამუშავდეს კანდიდატის შერჩევის მიზნით; კანდიდატი იღებს ვალდებულებას, დამსაქმებელს აცნობოს ნებისმიერი გარემოების შესახებ, რომელმაც შეიძლება ხელი შეუშალოს მას სამუშაოს შესრულებაში ან საფრთხე შეუქმნას დამსაქმებლის ინტერესებს. მოპოვებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება მხოლოდ იმ ვადით, რომელიც აუცილებელია მონაცემთა დამუშავების შესაბამისი ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად. ამასთან, სადავო გარემოებების არსებობისას, დამსაქმებელი უფლებამოსილია, მოპოვებული ინფორმაცია გადასცეს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს. კანდიდატს უფლება აქვს, მოითხოვოს მის მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემების გამოთხოვა, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება კანონით დადგენილ ვადებში; კანდიდატი უფლებამოსილია მის მიერ მოწოდებულ ინფორმაციის დამუშავებასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე მომართოს შპს "ჯითექსს". ასევე, გაცნობებთ, რომ შპს "ჯითექსი" თქვენ