TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / საწარმოო ხაზის უნივერსალური ოპერატორი

საწარმოო ხაზის უნივერსალური ოპერატორი

პანექსი რუსთავი ქართული
Posted Jul 27, 2026 1 day ago apply by Aug 25, 2026

Job description

სს „პანექსი“ პირველი ქართული კომპანიაა, რომელიც პოლიურეთანის სენდვიჩ პანელებს აწარმოებს. ბაზარზე 2015 წლიდან ოპერირებს და წარმოებული პროდუქციით საქართველოში ინდუსტრიული სამშენებლო მასალების წარმოებაში უპირობო ლიდერია. ჩვენი მიზანია ადგილობრივი და საერთაშორიზე ბაზრის მომხმარებელს მივაწოდოთ საუკეთესოს ხარისხის პროდუქტი და მომსახურება. კედლისა და სახურავის სენდვიჩ პანელის მწარმოებელი კომპანია „ პანექსი “ აცხადებს ვაკანსიას საწარმოო ხაზის უნივერსალური ოპერატორის პოზიციაზე ქ. რუსთავში . ძირითადი მოვალეობები: უზრუნველყოს საწარმოო პროცესის უწყვეტობა; უზრუნველყოს წარმოებისთვის საჭირო მასალების უწყვეტი მიწოდება საწარმოო ხაზისთვის; უზრუნველყოს საწარმოო ხაზის გამართულად მუშაობის კონტროლი; უზრუნველყოს წარმოებული პროდუქციის რაოდენობრივი და ვიზუალური კონტროლი; უზრუნველყოს წარმოებული სენდვიჩ პანელის ხარისხი; დანადგარებისა და ინვენტარის მოვლა, ხოლო მისი დაზიანების შემთხვევაში ინფორმაციის დაუყოვნებლივ მიწოდება უშუალო ხელმძღვანელისთვის; საკუთარ ტერიტორიაზე სისუფთავის შენარჩუნება; თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ხელმძღვანელის მიერ სხვადასხვა დავალებების მიღება და მათი შესრულება; საკვალიფიკაციო მოთხოვნები: სასურველია საწარმოო ხაზის ოპერატორის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; სასურველია რუსული ან ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა; პიროვნული თვისებები: პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; შრომისმოყვარეობა; დისციპლინირებულობა; გუნდური მუშაობის უნარი. დამატებითი ინფორმაცია: ანაზღაურება: 1000 ლარი (ხელზე ასაღები)+მაღალი საბონუსე სისტემა კორპ.დაზღვევა სამუშაო ადგილი: ქ. რუსთავი, თბ. წითელი ხიდის მე-17 კმ ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/JJc87g8e მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!