TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / საწყობის ასისტენტი

საწყობის ასისტენტი

რუსთავის აზოტი Georgia ქართული
Posted Jul 27, 2026 1 day ago apply by Aug 27, 2026

Job description

სს " რუსთავის აზოტი " 2023 წლიდან არის "ინდორამა კორპორაციის" გუნდის წევრი. სს "რუსთავის აზოტი" წარმოადგენს რეგიონში უდიდეს ქიმიურ საწარმოს, რომელშიც 2000-ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული და რომელიც ერთადერთი მწარმოებელია სამრეწველო ქიმიკატებისა და მინერალური სასუქების მიმართულებით. სს "რუსთავის აზოტი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის ასისტენტის პოზიციაზე ლოკაცია: რუსთავი , მშვიდობის ქ #2, რუსთავის აზოტის საწარმო სამუშაო გრაფიკი: ორშ-პარ 08:00-17:00 ვეძებთ პასუხისმგებლობიან, ორგანიზებულ და დეტალებზე ორიენტირებულ საწყობის ასისტენტს, რომელიც უზრუნველყოფს ქიმიური პროდუქციის, საინჟინრო მასალების, სათადარიგო ნაწილებისა და აღჭურვილობის ეფექტიან მართვას. პოზიცია მოიცავს მარაგების აღრიცხვას, საწყობის ყოველდღიური ოპერაციების კოორდინაციას, უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვასა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოებას. ძირითადი მოვალეობები: ** საინჟინრო მასალების, სათადარიგო ნაწილების, აღჭურვილობისა და ქიმიური ნივთიერებების მიღება, შემოწმება, დასაწყობება და გაცემა წარმოების საჭიროებების შესაბამისად. ** SAP ERP სისტემაში მარაგების მართვა, ნაშთების კონტროლი, მასალების მოძრაობის აღრიცხვა, სხვადასხვა საამქროს შორის გადატანების მართვა და ფინანსურ დეპარტამენტთან კოორდინაცია ყოველთვიური და წლიური მარაგების დახურვის პროცესში. ** მარაგების პერიოდული ინვენტარიზაციის, ციკლური დათვლისა და ფიზიკური შემოწმების ჩატარება, მონაცემების სიზუსტის უზრუნველყოფა და აღმოჩენილი შეუსაბამობების დროული აღმოფხვრა. ** ქიმიური ნივთიერებების, საინჟინრო მასალებისა და სახიფათო ტვირთების შენახვის, დამუშავებისა და გადაადგილების პროცესში უსაფრთხოების სტანდარტებისა და კომპანიის შიდა რეგულაციების დაცვა. ** მასალების სწორი მარკირების, სეგრეგაციის, შენახვისა და დაცვის უზრუნველყოფა, უსაფრთხოების, გარემოსდაცვითი და საოპერაციო რისკების შემცირების მიზნით. ** ყველა საწყობის ოპერაციის ზუსტი დოკუმენტირება, მათ შორის შესყიდვების, მიღების, გაცემის, გადატანისა და მარაგების კორექტირების აღრიცხვა კომპანიის შიდა კონტროლისა და აუდიტის მოთხოვნების შესაბამისად. ** პერიოდული ანგარიშების მომზადება მარაგების მდგომარეობის, მოხმარების ტენდენციების, ნელა მოძრავი და მოძველებული მარაგების, შესყიდვების სტატუსისა და საწყობის საქმიანობის შესახებ. ** მარაგების მართვისა და საწყობის ოპერაციების პროცესების გაუმჯობესებაში მონაწილეობა, მასალების ხელმისაწვდომობის, საოპერაციო ეფექტიანობისა და ხარჯების ოპტიმიზაციის მიზნით. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: განათლება ** ბაკალავრის ხარისხი ნებისმიერ მიმართულებით. ** უპირატესობად ჩაითვლება განათლება ლოჯისტიკისა და მიწოდების ჯაჭვის მართვის, ინჟინერიის, ბიზნესის ადმინისტრირების ან კომერციის მიმართულებით. საჭირო ცოდნა და უნარები: ** ანალიტიკური, ორგანიზაციული და პრობლემების გადაჭრის ძლიერი უნარები. ** მარაგების მართვისა და საწყობის ოპერაციების კარგი ცოდნა. ** SAP ERP-ის (Materials Management/Warehouse Management) ან სხვა საწყობის მართვის სისტემებთან მუშაობის გამოცდილება. ** Microsoft Office-ის (განსაკუთრებით Excel, Word და Outlook) პროგრამების კარგი ცოდნა. ** ეფექტური კომუნიკაციისა და სხვადასხვა დეპარტამენტთან თანამშრომლობის უნარი. ** ინვენტარიზაციის, მარაგების კონტროლისა და მასალების მართვის პრაქტიკის ცოდნა. ** საინჟინრო მასალებისა და ქიმიური ნივთიერებების უსაფრთხო მართვასთან დაკავშირებული რეგულაციების ცოდნა. ** მრავალპრიორიტეტიან გარემოში მუშაობისა და დროის ეფექტურად მართვის უნარი. ** ქართული, ინგლისური და რუსული ენების კარგი ცოდნა (ზეპირი და წერითი). ბენეფიტები: ** ჯანმრთელობის დაზღვევა (ინდივიდუალური და საოჯახო პაკეტი) ** ტრანსპორტირება გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელფოსტაზე: [email protected] გაითვალისწინეთ, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. გისურვებთ წარმატებას!