საწყობის და მარაგების მართვის მენეჯერი
Job description
კომპანია გსმ სერვისი 2019 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე. კომპანიის საქმიანობის ძირითად მიმართულებას წარმოადგენს ავტო/ტექ მომსახურეობა, როგორც მსუბუქი, ისე სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით. საწყობის და მარაგების მართვის სპეციალისტი პოზიციის შესახებ: კომპანიის სასაწყობე ოპერაციების წარმოება შესასრულებელი სამუშაო: ** სასაწყობე განლაგების დაგეგმარებაში მონაწილეობა; ** საწყობში არსებული სასაქონლო-მატერიალური მარაგების მიღება-გაცემის აღრიცხვა; ** ავტოსათადარიგო ნაწილებისთვის ნომენკლატურის/ბარკოდების მინიჭებაში მონაწილეობის მიღება და საწყობში განთავსება; ** ავტოსათადარიგო ნაწილების მოძრაობის პროგრამული აღრიცხვა; ** ავტოსათადარიგო ნაწილების მოძრაობის შესაბამისი ზედნადებების გამოწერა; ** სასაწყობე ნაშთიდან ნაწილების ჩამოწერა სწორი ბრუნვის უზრუნველსაყოფად; ** ნაწილის გადაცემასთან დაკავშირებული მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმება და შენახვა; საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება; ** საოფისე პროგრამების (MS Office) და Excel პროგრამის ცოდნა; ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება; ** რომელიმე ERP პროგრამის ცოდნა/მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესად). დაგვიკავშირდით ელ.ფოსტაზე: [email protected]