TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / საწყობის და მარაგების მართვის სპეციალისტი

საწყობის და მარაგების მართვის სპეციალისტი

ჯი ეს ემ სერვისი თბილისი ქართული
Posted Jul 14, 2026 12h ago apply by Aug 11, 2026

Job description

კომპანია "გსმ სერვისი"2019 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე. კომპანიის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ავტო/ტექ მომსახურეობა მსუბუქი, სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით. ასევე სათადარიგო ნაწილებით საცალო და სადისტრიბუციო ვაჭრობა. კომპანია აქტიურად მუშაობს როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სექტორში. გსმ სერვისი აცხადებს ვაკანსიას საწყობის და მარაგების მართვის სპეციალისტის პოზიციაზე. პოზიციის შესახებ კომპანიის სასაწყობე ოპერაციების წარმოება შესასრულებელი სამუშაო სასაწყობე განლაგების დაგეგმარებაში მონაწილეობა; საწყობში არსებული სასაქონლო-მატერიალური მარაგების მიღება-გაცემის აღრიცხვა; ავტოსათადარიგო ნაწილებისთვის ნომენკლატურის/ბარკოდების მინიჭებაში მონაწილეობის მიღება და საწყობში განთავსება; ავტოსათადარიგო ნაწილების მოძრაობის პროგრამული აღრიცხვა; ავტოსათადარიგო ნაწილების მოძრაობის შესაბამისი ზედნადებების გამოწერა; სასაწყობე ნაშთიდან ნაწილების ჩამოწერა სწორი ბრუნვის უზრუნველსაყოფად; ნაწილის გადაცემასთან დაკავშირებული მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმება და შენახვა; საკვალიფიკაციო მოთხოვნები უმაღლესი განათლება; საოფისე პროგრამების (MS Office) და Excel პროგრამის ცოდნა; მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება; რომელიმე ERP პროგრამის ცოდნა/მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესად). დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: [email protected]