საწყობის მარაგების აღრიცხვისა და კონტროლის სპეციალისტი
Job description
"პალიტრა მედია ჰოლდინგი"-ს წევრი კომპანია შპს " კრიალა " აცხადებს ვაკანსიას საწყობის მარაგების აღრიცხვისა და კონტროლის სპეციალისტის (ე.წ. "ჩეკერი") პოზიციაზე თბილისში. მოვალეობები: ** სავაჭრო ობიექტებისთვის სადისტრიბუციოდ მომზადებული პროდუქციის რაოდენობის/წონის შეკვეთის ფურცელზე მოცემულ რაოდენობებთან/წონასთან შესაბამისობის შემოწმება და კონტროლი; ** შემოწმების შედეგების აღრიცხვა, საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციის წარმოება და დროულად მიწოდება უშუალო ხელმძღვანელისთვის; ** პალეტზე პროდუქციის განთავსების, სადისტრიბუციოდ მომზადებული საქონლის შეფუთვის ფორმის სტანდარტთან შესაბამისობის შეფასება და კონტროლი; ** საწყობში არსებული სასაქონლო ნაშთების კონტროლი და ინვენტარიზაცია; მოთხოვნები: სასურველია საწყობში მუშაობის სამუშაო გამოცდილება. პიროვნული მახასიათებლები: ** ორგანიზებულობა ** პუნქტუალურობა ** სხარტი აზროვნების უნარი ** სწრაფად ათვისების უნარი ** დეტალებზე ორიენტაციის უნარი სამუშაო საათები: ორშაბათი - პარასკევი: 09:30 - 17:30 სთ; შაბათი, მოკლე სამუშაო დღე - 09:30-14:30 სთ. სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ისთ ფოინთის მიმდებარედ, ქიზიყის ქ. 50ბ. შენიშვნა: დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ ელ. მისამართზე: [email protected] . Subject-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება. აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიამ დაამუშავოს (შეაგროვოს, შეინახოს, დაამუშავოს, დააჯგუფოს, წაშალოს, გაანადგუროს) მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კომპანიის მხრიდან თქვენი მონაცემების დამუშავების მიზანია დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. თუ ამჟამად გამოცხადებული ვაკანსიის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებთ, კომპანია თქვენს რეზიუმეს განიხილავს სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. შესაბამისად, თქვენი მონაცემები დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით შეინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით. "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენი უფლებაა, მიიღოთ ინფორმაცია კომპანიის მხრიდან თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, ასევე მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ შემდეგ ელ. ფოსტაზე: [email protected] . გისურვებთ წარმატებას!