TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / საწყობის მენეჯერი

საწყობის მენეჯერი

Match Up Consulting Georgia ქართული
Posted Jul 14, 2026 1 day ago apply by Aug 14, 2026

Job description

თუ გაქვს გამოცდილება საწყობის მართვის მიმართულებით, გაქვს B კატეგორიის მართვის მოწმობა და მზაობა საქართველოს მასშტაბით საწყობების მართვისთვის, " Match UP "-ის პარტნიორი კომპანიისთვის საწყობის მენეჯერის პოზიციაზე შენ გეძებთ! ** ჩვენი შეთავაზება და სამუშაო პირობები: ** ანაზღაურება: 2500-3000 ლარი ** სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი - პარასკევი, 09:00-18:00 (1 სთ შესვენება) ** შვებულება: 24 სამუშაო დღე ** ჯანმრთელობის დაზღვევა ** კორპორატიული ნომერი და სასაუბრო დრო ** ავტომობილით ან/და საწვავით უზრუნველყოფა მთავარი მიზანია: უზრუნველყო ყველა მასალისა და ინსტრუმენტის უსაფრთხო და ზუსტი აღრიცხვა საწყობში, ეფექტურად მართო საწყობის ოპერაციები და უზრუნველყო მშენებლობის უწყვეტი მომარაგება. ყოველდღიური სამუშაო სპეციფიკა იქნება: ** მასალის მიღება, დასაწყობება და გაცემის უზრუნველყოფა: შემოსული მასალების მიღება, შემოწმება და სხვადასხვა მახასიათებლის მიხედვით დასაწყობების უზრუნველყოფა; ხარვეზების ან შეუსაბამობის შემთხვევაში პასუხისმგებელი პირის ინფორმირება; ინსტრუმენტებისა და სხვა მასალების მიღება/გაცემის პროცესის ორგანიზების უზრუნველყოფა და მუდმივი კონტროლი. ** მასალის განთავსება და მონიტორინგი: საწყობში მასალების სწორად განთავსებისა და დაზიანების პრევენციის უზრუნველყოფა; ინვენტარისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გამართულობის მონიტორინგი. ** წუნდებული საქონლის მართვა: დაზიანებული ან წუნდებული პროდუქციის დროული იდენტიფიცირების უზრუნველყოფა, სათანადო აქტების შედგენა და ბუღალტერიასთან ერთად ჩამოწერის პროცესის მართვა. ** წესრიგის კონტროლი და პერსონალის მართვა: საწყობის ინვენტარისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გამართულობის მონიტორინგი; თანამშრომლებისთვის დავალებების ეფექტური დელეგირება და მათი შესრულების ხარისხის კონტროლი. ** დეპარტამენტებთან კოორდინაცია: შესყიდვებისა და ბუღალტერიის განყოფილებებთან მჭიდრო კომუნიკაცია შეკვეთების დროული ფორმირებისა და გაცემის მიზნით; საწყობის ტერიტორიაზე შრომის უსაფრთხოების წესებისა და სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფა. ** პროგრამული უზრუნველყოფა: Balance-ის პროგრამასა და სხვა საოფისე პროგრამებში საწყობის ოპერაციების დროული და ზუსტი დაფიქსირებისა და წარმოების უზრუნველყოფა. ** აღრიცხვა და რეპორტინგი: პერიოდული ინვენტარიზაციის დაგეგმვა, ჩატარება და შედეგების ანალიზი; ნაშთების კონტროლი და რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან. აუცილებელია: ** საწყობის მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება ** საოფისე პროგრამების ცოდნა ** რომელიმე ERP სისტემაში (სასურველია Balance) მუშაობის გამოცდილება ** მართვის მოწმობა - B კატეგორია ** კომუნიკაბელურობა და სისხარტე ** პასუხისმგებლობის გრძნობა და სწრაფად გადაწყვეტილებების მიღების უნარი გაგვიხარდება, თუ: გყავს ავტომობილი თუ გაქვს საჭირო გამოცდილება და გსურს შემოგვიერთდე, ველოდებით შენს გამოხმაურებას: https://shorturl.at/km6FI