TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / საწყობის მენეჯერი

საწყობის მენეჯერი

Posted Jul 29, 2026 5 days ago apply by Aug 29, 2026

Job description

" კახური ტრადიციული მეღვინეობა "-ის, შვილობილი კომპანია შპს "სადისტრიბუციო კომპანია ძველი კახეთი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის მენეჯერის პოზიციაზე. მდებარეობა: ქ. თბილისი, სამუშაო გრაფიკი: სრული; ანაზღაურება: შეთანხმებით, გამოცდილების და კვალიფიკაციის შესაბამისად; ფუნქცია მოვალეობები: ** შესყიდული პროდუქციის მიღება, აღრიცხვა და დასაწყობება; ** მიღებული და გაცემული პროდუქციის შესახებ ინფორმაციის ოპერატორისათვის მიწოდება; ** საწყობში არსებული პროდუქციის ნაშთების კონტროლი; ** შესაბამისი დოკუმენტაციის, მათ შორის შესყიდული პროდუქციის მიღება-ჩაბარების აქტებისა და გასავლის ფაქტურების რეესტრის წარმოება; ** მატერიალური ფასეულობებისა და სხვა ინვენტარის თანამშრომლებზე გაცემა მოთხოვნის შესაბამისად; ** მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მოვლა-პატრონობა და მის სათანადო მდგომარეობაში შენარჩუნების უზრუნველყოფა; ** ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობა; ** ხელმძღვანელობისათვის ანგარიშის წარდგენა მოთხოვნისამებრ; ** საწყობის თანამშრომლების მართვა და სამუშაო პროცესის კონტროლი; ** სასაწყობო დოკუმენტაციისა და აღრიცხვის სიზუსტის უზრუნველყოფა; ** უსაფრთხოების, შრომის დაცვისა და შიდა პროცედურების დაცვა; ** ქსელების გადანაწილება, მარშრუტებით დალაგება; ** პროდუქციის ვადების კონტროლი; ** ზედნადებების დაბეჭდვა RS-იდან; ** შესაბამისი უფლებამოსილი პირის დავალების საფუძველზე მივლინების ორგანიზება და კონტროლი; საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** საწყობის მართვის სფეროში მუშაობის სულ მცირე 3 წლიანი გამოცდილება; ** საორგანიზაციო და ლიდერული უნარები; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა; ** MS Office-ის ცოდნა (Excel-ის კარგი ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად); ** სასაწყობო პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება სასურველია; დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ (CV) ელ.ფოსტაზე [email protected] სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "საწყობის მენეჯერი", რეზიუმე დაასათაურეთ თქვენი სახელით და გვარით. "თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნის შემთხვევაში, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ კომპანიის მიერ მუშავდება თქვენი პერსონალური მონაცემები (1 წლის განმავლობაში) შემდგომში თანამშრომლობის მიზნით."