TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / საწყობის ოპერატორი

საწყობის ოპერატორი

merlons Georgia ქართული
Posted Aug 03, 2026 20h ago apply by Sep 03, 2026

Job description

" Merlons "-ის საქმიანობა ეფუძნება ინტერიერის და ექსტერიერის მოსაპირკეთებელი მასალებისა და საყოფაცხოვრებო ავეჯის იმპორტსა და საცალო-კორპორატიულ რეალიზაციას საქართველოში. ჩვენი მისიაა ვიყოთ გამორჩეულად სანდო, მეგობრული და კომპეტენტური კომპანია საზოგადოებასა და გარემოზე დადებითი გავლენის მოსახდენად. ამჯერად, ვეძებთ საწყობის ოპერატორს ნახევარ განაკვეთზე ეს არის შესაძლებლობა შემოუერთდეთ განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს და ხელი შეუწყოთ წამყვანი ბრენდის წარმატებას სახლის ინტერიერის ინდუსტრიაში. ადგილმდებარეობა: თბილისი, ანდრონიკაშვილის 2 (საქალაქო სასამართლოსთან) ** ვაკანსია ითვალისწინებს ნახევარ განაკვეთს (კვირაში 3.5 სამუშაო დღე). ** ხუთშაბათი-შაბათი: 10:00-19:00 სთ. კვირა: 10:00-14:00 სთ. ** ანაზღაურება: ფიქსირებული 700 ლარი ფუნქცია-მოვალეობები: ** საწყობში მოსული მომხმარებლების მიღება და მომსახურება. ** 1C პროგრამაში რეალიზაციის მონაცემების გადამოწმება, გასაცემი პროდუქციის სიის მომზადება საწყობის თანამშრომლებისთვის ასაგროვებლად. ** გასაცემი შეკვეთის გადამოწმება (კოდების და რაოდენობის შესაბამისობა პროგრამულ მონაცემებთან). ** პროდუქციის მომხმარებლისთვის გადაბარება და მიღება-ჩაბარების აქტზე ხელმოწერის უზრუნველყოფა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ელემენტარულ დონეზე ფლობა. ** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება. ** დეტალების მიმართ ყურადღება (კოდების სიზუსტის გადასამოწმებლად). ** კომუნიკაბელურობა და თავაზიანობა მომხმარებლებთან ურთიერთობისას. ჩვენ გთავაზობთ: ** მეგობრულ და ახალგაზრდულ გუნდსა და სივრცეს, სადაც თქვენი იდეა და ინიციატივა მნიშვნელოვანია; ** კარიერული დაწინაურების რეალურ შესაძლებლობას; ** ჯანმრთელობის დაზღვევას; ** ყველაზე კარგი შედეგების მქონე თანამშრომლების მოგზაურობისა და დასვენების დაფინანსებას; ** მზარდ ანაზღაურებას დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] . გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "საწყობის ოპერატორი". დეტალური ინფორმაცია ბრენდის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ საიტზე - https://merlons.ge/ka/ , https://www.facebook.com/Merlons.ge , http://vitra.com.ge/ , https://www.facebook.com/VitraGeorgia