TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / საწყობის თანამშრომელი

საწყობის თანამშრომელი

ჯეო ქარ იმპორტი Georgia ქართული
Posted Jul 10, 2026 1 day ago apply by Aug 10, 2026

Job description

შპს " ჯეო ქარ იმპორტი ", ავტონაწილების სფეროში მოქმედი კომპანია, რომელიც სპეციალიზდება ახალი ძარის ტაივანური და ჩინური ავტონაწილების იმპორტსა და რეალიზაციაში, აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციაზე: საწყობის თანამშრომელი . სამუშაო აღწერა/მოვალეობები: ** შემოსული ტვირთის მიღება, რაოდენობისა და კოდების გადამოწმება; ** პროდუქციის განთავსება, მარკირება და დახარისხება დანიშნულ ადგილებში; ** საქონლის შერჩევა და მომზადება შიდა გადაზიდვებისა და კლიენტის შეკვეთებისთვის; ** საწყობში არსებული პროდუქციის კონტროლი, წესრიგისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** ფიზიკური სამუშაოს შესრულების უნარი; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა; ** გუნდური მუშაობის უნარი; ** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება. სამუშაო პირობები: ** სამუშაო გრაფიკი: 40-საათიანი სამუშაო კვირა (5 სამუშაო დღე კვირაში); ** სამუშაო საათები: 10:00-18:30; ** დასვენების დღეები: კვირა + ერთი მოძრავი დასვენების დღე კვირის განმავლობაში; ** ანაზღაურება: 1500 ლარი (ხელზე ასაღები) + ბონუსი (ბონუსი დამოკიდებულია თვიურ ბრუნვაზე და განისაზღვრება ინდივიდუალურად). დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე: [email protected] და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება. ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, თანხმობას აცხადებთ თქვენი პერსონალური მონაცემების შენახვასა და დამუშავებაზე, რეზიუმეს გამოგზავნიდან კომპანიის შიდა რეგულაციებით დაწესებული ვადით, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესის შესაბამისად.