საწყობის თანამშრომელი
Job description
კომპანია "მორელლი ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე თბილისში. სამუშაო პირობები: ლოკაცია: თბილისი, თორნიკე ერისთავის 32 (დიდუბე) სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი – პარასკევი: 10:00-დან 19:00-მდე; შაბათი, კვირა — დასვენება ანაზღაურება: 1300 ლარი (ხელზე ასაღები) სამუშაოს სპეციფიკა: სამუშაო დაკავშირებულია მძიმე ფიზიკურ დატვირთვასთან (კარების დაცლა-დატვირთვა და გადაადგილება), რაც მოითხოვს შესაბამის ფიზიკურ ძალასა და გამძლეობას. ძირითადი მოვალეობები: პროდუქციის მიღება-დასაწყობების და ჩატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოებში მონაწილეობის მიღება; პროდუქციის აგროვება შეკვეთაში განსაზღვრული ზუსტი სახეობების, რაოდენობების მიხედვით; გასაცემად გამზადებული შეკვეთების მძღოლისთვის მითვლა და ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე დატვირთვა; საწყობის აღწერაში მონაწილეობის მიღება დადგენილი სტანდარტის შესაბამისად; სამუშაო ადგილზე მოწესრიგებული სამუშაო გარემოს შენარჩუნების უზრუნველყოფა; კომპეტენციის ფარგლებში, უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება. ძირითადი მოთხოვნები: სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება. რუსული ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე (საჭიროა შიდა სამუშაო კომუნიკაციისთვის). პიროვნული თვისებები: მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და პუნქტუალურობა; დეტალებზე ორიენტირებულობა და შრომისმოყვარეობა; გუნდური მუშაობისა და დროის ეფექტურად მართვის უნარი. განაცხადის მიღების წესი: დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] გთხოვთ, სათაურის (Subject) ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "საწყობის თანამშრომელი".