TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / საწყობის თანამშრომელი

საწყობის თანამშრომელი

ნიკორა ტრეიდი ფოთი ქართული
Posted Jul 09, 2026 1 day ago apply by Aug 07, 2026

Job description

სს „ნიკორა ტრეიდი“ - საქართველოს საცალო ვაჭრობის ერთ-ერთი უმსხვილესი და ყველაზე სწრაფად მზარდი კომპანიაა. ჩვენ პირველებმა დავამკვიდრეთ სუპერმარკეტების ქსელის კულტურა საქართველოში და საფუძველი ჩავუყარეთ ქვეყნის რითეილ სექტორის განვითარებას. წარმატების ისტორია 2000 წელს დაიწყო და დღეს ვაერთიანებთ ორი ბრენდის -„ნიკორა სუპერმარკეტის“ და „ლიბრეს“ 650-ზე მეტ სავაჭრო ფილიალს მთელი საქართველოს მასშტაბით. მომხმარებლების ყოველდღიურ ცხოვრებაში ვქმნით ხარისხზე, ხელმისაწვდომობასა და კომფორტზე დაფუძნებულ გამოცდილებას. მუდმივი ზრდა და ინოვაციები გვაძლევს საშუალებას, დავრჩეთ ლიდერ პოზიციაზე და განვავითაროთ თანამედროვე სავაჭრო სტანდარტები საქართველოს მასშტაბით. სს „ნიკორა ტრეიდი“ დღეს 8500-ზე მეტ ადამიანს აერთიანებს, რაც კომპანიას საქართველოს ერთ-ერთ უმსხვილეს დამსაქმებლად აქცევს. ჩვენ გვჯერა, რომ წარმატებას ქმნიან ადამიანები და სწორედ ამიტომ, ჩვენთვის თითოეული თანამშრომელი კომპანიის ყველაზე დიდი ღირებულებაა. შემოგვიერთდი „ნიკორა ტრეიდში“ - კომპანიაში, სადაც პატივისცემა, პასუხისმგებლობა, მომხმარებელზე ორიენტაცია, სტაბილურობა და გაუმჯობესებისკენ სწრაფვა ერთიანდება საერთო მიზნის მისაღწევად - გავაგრძელოთ პირველობის ისტორია. სს "ნიკორა ტრეიდი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე ქ. ფოთში (ფალიაშვილის ქ. N 12) ჩვენ გთავაზობთ: გაზრდილ ანაზღაურებას: 1550-1650 ლარი ; კარიერული ზრდის სწრაფ შესაძლებლობას; მდიდარ კორპორაციულ კულტურასა და მეგობრულ სამუშაო გარემოს. ფუნქცია-მოვალეობები: შეკვეთების გამზადება ფაქტურების შესაბამისად; ტვირთის გადაცემა დისტრიბუციის თანამშრომლებისთვის; მონაწილეობა პერიოდულ საწყობის აღწერებში (ინვენტარიზაცია); მიღებული პროდუქციის დათვლა, დასაწყობება და სწორად განთავსება; დაბრუნებული პროდუქციის მიღება და აღრიცხვა დადგენილი წესის მიხედვით; პროდუქციის მენეჯმენტი – ვადების, სტოკების და შენახვის წესების კონტროლი; საწყობში წესრიგისა და უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა; ადმინისტრაციის მითითებების დროული და ეფექტური შესრულება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; სასურველია საწყობში ან ლოგისტიკაში მუშაობის გამოცდილება; დეტალებზე ორიენტირებული და ორგანიზებული მუშაობის უნარი; გუნდურ გარემოში მუშაობის სურვილი. ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/NpNwUow სს „ნიკორა ტრეიდი“ ხელმძღვანელობს თანასწორი შესაძლებლობების, მრავალფეროვნებისა და ინკლუზიურობის პრინციპებით და ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო ეტაპზე, ასევე შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში და უზრუნველყოფს თანაბარ შესაძლებლობებს ყველა კანდიდატისა თუ თანამშრომლისთვის