საწყობის თანამშრომელი
Job description
საქართველოს ბაზარზე ერთ-ერთი ლიდერი სადისტრიბუციო კომპანია " გაგრა პლუსი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე. პირობები: ** მისამართი: ქ. თბილისი, ავჭალა ** სამუშაო დღეები: ორშაბათიდან - პარასკევის ჩათვლით (კვირაში 40 სამუშაო საათი) ** დასვენების დღეები: შაბათი - კვირა. ** ანაზღაურება: ხელფასს 800 ლარს + შრომის დანამატი 600 ლარი (ზრდის პერსპექტივით) ** დამსაქმებელი უზრუნველყოფს კვებას. მოვალეობები: ** საწყობში მისაღები და გასაცემი ტვირთების სატრანსპორტო საშუალებაზე დროული და უსაფრთხო დატვირთვა/ჩამოტვირთვის უზრუნველყოფა. ** სასაწყობე მეურნეობებში ტვირთების გადაადგილებაში/გადაზიდვაში და დასაწყობებაში მონაწილეობის მიღება. ** საწყობის პერიოდულ აღრიცხვაში მონაწილეობის მიღება. მონაწილეობის მიღება წუნდებული პროდუქციის აღრიცხვაში. ** საწყობში შეკვეთების მომზადება, შეკვეთის ხარისხობრივად და თვისობრივად გადამოწმება, შესაბამისობისა და რაოდენობის კონტროლი. ** სასაწყობე ტვირთებთან დაკავშირებული სამუშაოების შესრულება და საწყობში არსებულ პროცესებში ჩართულობა. ფიზიკურ დატვირთვასთან დაკავშირებული სასაწყობე სამუშაოების შესრულება. ** საწყობში სამუშაო წესრიგის დაცვა/შენარჩუნება, საწყობის მოწესრიგება/დასუფთავება. ** სამსახურებრივ მოვალეობებთან დაკავშირებული სხვა ფუნქცია-მოვალეობებისა და ხელმძღვანელის მიერ მიცემული დავალებების და მითითებების შესრულება. მოთხოვნები: ** პასუხისმგებლობა. ** პუნქტუალურობა. ** შრომისმოყვარე ** გუნდური მუშაობის უნარი. ** სასურველია მსგავს პოზიციაზე გამოცდილება. დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: [email protected] . გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება საწყობის თანამშრომელი სრული განაკვეთი ან საწყობის თანამშრომელი ნახევარი განაკვეთი სათაურის ველში (Subject) გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად.