საწყობის თანამშრომელი
Job description
შპს " პისიშოპ.ჯი " კომპიუტერული და ელექტრონული ტექნიკის ქსელია. კომპანია 2005 წელს დაარსდა. კომპანიაში წარმოდგენილია პრემიუმ ბრენდების კომპიუტერული ტექნიკის და ელექტრონიკის ყველაზე დიდი ასორტიმენტი. დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებგვერდს: https://pcshop.ge/ კომპანია "პისიშოპ.ჯი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე. ადგილმდებარეობა: თბილისი ანაზღაურება: 1000 ლარი + ბონუსი (კვარტალური) სამუშაოს აღწერა და მოვალეობები: ** საწყობში შემოსული პროდუქციის აღრიცხვა და დასაწყობება; ** პროდუქციის მითვლა, გაცემა, ზედნადების შედარება, დოკუმენტაციასთან მუშაობა; ** წუნდებული პროდუქციის აღრიცხვა; ** მაღაზიის სასაქონლო მარაგების პერიოდული აღწერა; ** ნაშთების კონტროლი და რეპორტების მომზადება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: გამოცდილება არ არის სავალდებულო პიროვნული თვისებები: ** შრომისმოყვარეობა; ** კომუნიკაბელურობა; ** ენერგიულობა; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** შედეგზე ორიენტირებულობა; ** პუნქტუალურობა; ** პრეზენტაბელურობა; ** მოტივირებულობა; ** თვითშესწავლის უნარი; ** სიახლეების ძიების სურვილი და თვითგანვითარებაზე ზრუნვა. ჩვენ გთავაზობთ: ** სწავლას და კარიერულ წინსვლას; ** ჯანმრთელობის დაზღვევას; ** მეგობრულ სამუშაო გარემოს. დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV ფოტოსურათთან ერთად მისამართზე: [email protected] . გთხოვთ, ვაკანსიის დასახელება მიუთითეთ სათაურის ველში.