საწყობის თანამშრომელი
Job description
კომპანია " ესპანო " ქართულ ბაზარზე ფუნქციონირებს 2012 წლიდან და ცნობილია სამარკო ნიშნით "ესპანური სახლი". კომპანია მომხმარებლებს ექსკლუზიურად სთავაზობს, ეკოლოგიურად სუფთა, სარემონტო მასალებს ესპანეთიდან. ბრენდების მაღალხარისხიანი პროდუქციის ფართო ასორტიმენტს: უმაღლესი ხარისხის, ეკოლოგიურად სუფთა ნედლეულზე (თიხა, ფაიფური) დამზადებულ კერამიკულ ფილებს, კერამოგრანიტებს, წებო ცემენტებს, ონკანებს, ასევე ლამინატებს და სხვა ორიგინალ ესპანურ სარემონტო მასალებს. კომპანია "ესპანო" - ესპანური სახლი აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე ქ. თბილისში. ჩვენი კომპანია გთავაზობთ: ** მეგობრულ და კომფორტულ სამუშაო გარემოს ** სწავლებისა და განვითარების შესაძლებლობებს ჩვენს კომპანიაში ** მზარდ სახელფასო სისტემას, გამოცდილების და კარგი ყოფაქცევის გათვალისწინებით ** სამუშაო საათები: 09:30-დან 18:00-მდე ** დასვენების დღეები: თვეში შვიდი დღე (მენეჯერთან შეთანხმებით) მისამართი: დიღომი, დავით აღმაშენებლის ხეივანი #124 ყოველთვიური ხელფასი (ხელზე ასაღები): 1800 ლარი , ასევე ყოველთვიურად აიღებთ დამატებით ხელფასს (ბონუსის სახით) ძირითადი მოთხოვნები: ** საშუალო განათლება ** გუნდური მუშაობის უნარი ** პუნქტუალურობა და კეთილსინდისიერება ** საქმისადმი ერთგული დამოკიდებულება ფუნქცია-მოვალეობები: ** პერიოდულად საწყობში პროდუქციის მიღება ** დღის განმავლობაში, რეალიზაციის პროცესში გაყიდული პროდუქციის შეგროვება და კლიენტისთვის მიწოდება ** საჭიროების დროს, საწყობში განთავსებული პროდუქციის აღწერაში გუნდურად მონაწილეობის მიღება. დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, წარმოადგინოთ რეზიუმე/CV ფოტოსურათით: [email protected]