საწყობის თანამშრომელი
Job description
შპს "ამანათი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე. შპს "ამანათს" ქართულ ბაზარზე ოპერირების რამდენიმე წლიანი გამოცდილება აქვს. კომპანიის საქმიანობის ძირითად სფეროს ჩინეთიდან და ამერიკიდან საქართველოში საერთაშორისო გადაზიდვების განხორციელება წარმოადგენს. სერვისი მოიცავს როგორც კერძო, ასევე, კორპორაციულ შეკვეთებს მცირე და დიდი ზომის ტვირთების ტრანსპორტირების მიმართულებით. მოვალეობები: ** საწყობში მიღებული პროდუქციის დახარისხება და გაცემა. ** სამუშაო პროცესში უსაფრთხოების წესების დაცვა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები/უნარ-ჩვევები: ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა; ** დროის მართვის უნარი. ** სასურველია მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება. განრიგი: ორშაბათი - პარასკევი 09:00 სთ-დან 15:00 სთ-მდე, ან 15:00 სთ-დან 21:00 სთ-მდე. ყოველი მეორე შაბათი სამუშაო დღეა - 10:00-დან 16:00 სთ-მდე. მდებარეობა: ბოჭორმის ქ. 8 (300 არაგველი) დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია ან CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: [email protected] გთხოვთ, საგნის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - საწყობის თანამშრომელი.