TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / საწყობის თანამშრომელი

საწყობის თანამშრომელი

morelli-georgia Georgia ქართული
Posted Jul 14, 2026 1 day ago apply by Aug 14, 2026

Job description

კომპანია "მორელლი ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე თბილისში. სამუშაო პირობები: - ლოკაცია: თბილისი, თორნიკე ერისთავის 32 (დიდუბე) - სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი: 10:00-დან 19:00-მდე; შაბათი, კვირა — დასვენება - ანაზღაურება: 1300 ლარი (ხელზე ასაღები) სამუშაოს სპეციფიკა: სამუშაო დაკავშირებულია მძიმე ფიზიკურ დატვირთვასთან (კარების დაცლა-დატვირთვა და გადაადგილება), რაც მოითხოვს შესაბამის ფიზიკურ ძალასა და გამძლეობას. ძირითადი მოვალეობები: ** პროდუქციის მიღება-დასაწყობების და ჩატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოებში მონაწილეობის მიღება; ** პროდუქციის აგროვება შეკვეთაში განსაზღვრული ზუსტი სახეობების, რაოდენობების მიხედვით; ** გასაცემად გამზადებული შეკვეთების მძღოლისთვის მითვლა და ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე დატვირთვა; ** საწყობის აღწერაში მონაწილეობის მიღება დადგენილი სტანდარტის შესაბამისად; ** სამუშაო ადგილზე მოწესრიგებული სამუშაო გარემოს შენარჩუნების უზრუნველყოფა; ** კომპეტენციის ფარგლებში, უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება. ძირითადი მოთხოვნები: - სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება. - რუსული ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე (საჭიროა შიდა სამუშაო კომუნიკაციისთვის). პიროვნული თვისებები: ** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და პუნქტუალურობა; ** დეტალებზე ორიენტირებულობა და შრომისმოყვარეობა; ** გუნდური მუშაობისა და დროის ეფექტურად მართვის უნარი. განაცხადის მიღების წესი: დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] და გთხოვთ, სათაურის (Subject) ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "საწყობის თანამშრომელი".