საწყობის თანამშრომელი
Job description
კომპანია " ბოქსეტ ჯორჯია " ეძებს მოტივირებულ, პასუხისმგებლობიან და ენერგიულ თანამშრომელს ბათუმის ფილიალში საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე. თუ გსურთ იმუშაოთ სტაბილურ კომპანიაში, გახდეთ პროფესიონალური გუნდის წევრი და შეიძინოთ გამოცდილება ლოჯისტიკის სფეროში, ეს ვაკანსია თქვენთვისაა! ადგილმდებარეობა: ბათუმი, ბაგრატიონის შესახვევი #18 სამუშაო გრაფიკი: 10:00 - 19:00 კვირაში 5 სამუშაო დღე, 2 დღე დასვენება ანაზღაურება: 1000 ლარი (ფიქსირებული) + ყოველთვიური ბონუსი ძირითადი მოვალეობები: ** პროდუქციის ყოველკვირეული მიღება დასაწყობში განთავსება. ** საწყობში არსებული მარაგების კონტროლი და წესრიგის უზრუნველყოფა. ** პროდუქციის ყუთებში გადაფუთვა კომპანიის სტანდარტების შესაბამისად. ** პროდუქციის გაცემა და ჩაბარება დადგენილი პროცედურების დაცვით. მოთხოვნები: ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება. ** ფიზიკური სამუშაოს შესრულების მზადყოფნა. ** ორგანიზებულობა, პუნქტუალურობა და დეტალებზე ორიენტირებულობა. ** გუნდში მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი. ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად. რას გთავაზობთ: ** სტაბილურ დასაქმებას მზარდ და წარმატებულ კომპანიაში. ** მეგობრულ, კომფორტულ და მხარდამჭერ სამუშაო გარემოს. ** პროფესიული განვითარების და კარიერული წინსვლის შესაძლებლობას. ** საწყობის პროცესების სრულფასოვან შესწავლას და პრაქტიკული გამოცდილების მიღებას. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: [email protected] და სათაურის ველში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება: "საწყობის თანამშრომელი - ბათუმი".