TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / საწყობის უფროსის დამხმარე

საწყობის უფროსის დამხმარე

ტურინვესტი Georgia ქართული
Posted Jul 21, 2026 1 day ago apply by Aug 21, 2026

Job description

ტურინვესტ ჯგუფი აცხადებს ვაკანსიას საწყობის უფროსის დამხმარის პოზიციაზე საბაგირო გზაზე არსებულ რესტორან "არგო"-ში. ძირითადი მოვალეობები: ** მიიღოს, გადათვალოს ან აწონოს და დაასაწყობოს ყველა სახის პროდუქტი (ბარი, სამზარეულო, სამეურნეო, საყოფაცხოვრებო და სხვა) სტანდარტებისა და პროცედურების დაცვით; ** უზრუნველყოს უხარისხო, უვარგისი ან შეცდომით მოწოდებული პროდუქციის გაცვლა-დაბრუნება; ** შეადაროს მიღებული პროდუქტის რაოდენობა დოკუმენტაციას (ზედდებულს); ** გასცეს საქონელი საწყობიდან დეპარტამენტზე ოფიციალური გადატანის ზედდებულის (ტრანსფერის) საშუალებით, ისე რომ აქტი ხელმოწერილი იქნეს ორივე მხარის მიერ; ** მიიღოს მონაწილეობა ყოველთვიურ ინვენტარიზაციაში; ** საწყობში განლაგებული მარაგები ჰქონდეს დალაგებული, მოწესრიგებული ოპტიმალურად და სტანდარტების შესაბამისად; ძირითადი მოთხოვნები: ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; ** ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა, ნებისმიერი დამატებითი ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად; ** თავაზიანი; ** ორგანიზებული; ** გუნდური მუშაობის უნარი; ** დროის მართვის უნარი; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; სამუშაო პირობები: სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი , ყადირ შერვაშიძის აღმართი №78 სამუშაო განაკვეთი: სრული განაკვეთი ანაზღაურება: შეთანხმებით ჩვენ გთავაზობთ: ** კომფორტულ სამუშო გრაფიკს; ** კვებით უზრუნველყოფას; ** ტრანსპორტირებას საბაგირო გზით; გამოწვევებით სავსე, სასიამოვნო, მრავალფეროვან და განვითარებად გარემოსთან ერთად კომპანია თანამშრომლებს განსაკუთრებულ ბენეფიტებსაც სთავაზობს: ** კვებითი უზრუნველყოფა ** ჯანმრთელობის დაზღვევა ** 50%-იანი ფასდაკლება ჰილტონ ბათუმის: Nephele Sky Bar, Tandila Lobby Bar, Eforea Spa ** 70%-იანი ფასდაკლება საბაგირო გზაზე "არგო" ** ფასდაკლება რესტორან "არგო"-ში კომპანიის შესახებ ტურინვესტ ჯგუფი საქართველოში ოპერირებს 2008 წლიდან და 200 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია აქვს განხორციელებული. კომპანიის საქმიანობის მიმართულებები მოიცავს: ** მშენებლობასა და უძრავი ქონების მართვას ** სასტუმროებისა და რესტორნების ოპერირებას ** ტურისტული ატრაქციონებისა და სათამაშო ბიზნესის მართვას ** საერთაშორისო ბრენდებთან პარტნიორობას დღეისათვის კომპანიაში დასაქმებულია 800-ზე მეტი ადამიანი, რაც ტურინვესტ ჯგუფს ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ დამსაქმებლად აქცევს რეგიონში. კომპანია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს თანამშრომელთა განვითარებასა და პროფესიულ წინსვლას. დაინტერესებულმა კანდიდატებმა ვაკანსიაზე განაცხადის შესავსებად, გთხოვთ, ეწვიეთ მითითებულ ბმულს: https://careertourinvestgroup.bitrix24.site/crm_form_udacc/ დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. კომპანია ტურინვესტ ჯგუფი მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!