საუზმის მიმტანი
Job description
სასტუმრო " ინტურისტი პალას ბათუმი " ეძებს ენერგიულ, პოზიტიურ და მოტივირებულ გუნდის წევრს საუზმის მიმტანის პოზიციაზე. თუ გიყვართ ადამიანებთან ურთიერთობა და გსურთ, ჩვენს სტუმრებს დღის საუკეთესო დასაწყისი აჩუქოთ, ეს ვაკანსია სწორედ თქვენთვისაა! ძირითადი მოვალეობები: ** სტუმრების მიღება და პროფესიონალური მომსახურება ** მენიუს სრულყოფილი ცოდნა და სტუმრებისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება ** შეკვეთების მიღება და მათი დროული გადაცემა სამზარეულოში ** სუფრების სისუფთავისა და წესრიგის უზრუნველყოფა ** მომსახურების ხარისხის კონტროლი და სტუმართა კმაყოფილების უზრუნველყოფა ** სტუმრების მოთხოვნებსა და შენიშვნებზე ოპერატიული და თავაზიანი რეაგირება რას გთავაზობთ ჩვენ: ** კომფორტულ და თანამედროვე სამუშაო გარემოს ** პროფესიულ ზრდის და განვითარების შესაძლებლობას ** მუშაობას ბრენდულ და სტაბილურ გარემოში რას ველით თქვენგან: ** მომსახურების სფეროში გამოცდილება უპირატესობაა; ** კომუნიკაბელურობა და პასუხისმგებლობა; ** გუნდური მუშაობის უნარი; ** ორგანიზებულობა ** ეფექტური კომუნიკაციის უნარი ** უცხო ენების ცოდნა დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ. ფოსტაზე: [email protected] სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.