TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / სავაჭრო აგენტი/პრისეილერი

სავაჭრო აგენტი/პრისეილერი

კოკა-კოლა გურია Georgia ქართული
Posted Aug 03, 2026 20h ago apply by Sep 03, 2026

Job description

შპს " კოკა-კოლა გურია " აცხადებს ვაკანსიას პრისეილერის თანამდებობაზე გურიაში . ძირითადი მოვალეობები ** პროდუქციის სახეობებისა და მახასიათებლების სრულფასოვანი ცოდნა; ** წინასწარ განსაზღვრული მარშრუტების მიხედვით სავაჭრო ობიექტებთან ვიზიტი და შეკვეთის ფორმირება; ** სავაჭრო ობიექტებთან მოლაპარაკებების წარმოება, გადახდის პირობების ჩათვლით; ** სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის ნაშთების ოპერატიული ანალიზი და კონტროლი; ** სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის წარმოდგენის სტანდარტების კონტროლი; ** პროდუქციის თაროზე/მაცივარში განლაგება კომპანიის სტანდარტების შესაბამისად; ** ყოველთვიური გაყიდვების გეგმის შესრულება; ** ქსელში დატოვებული ვალების მუდმივი მონიტორინგი; ** სავაჭრო ობიექტებთან ნავაჭრი თანხის აღებისთვის სალარო აპარატის სწორად გამოყენების წესების დაცვა; ** ყოველდღიურად ამოღებული თანხების კომპანიის ანგარიშზე დროული განთავსება და რეპორტინგი; ** ინფორმაცია ქსელში მაცივრების განთავსების/წამოღების/შეკეთების/გაცვლის საჭიროების შესახებ; ** სავაჭრო ქსელში შეღწევადობის ზრდის, პოზიციების გაუმჯობესების, ბრენდის პოპულარიზაციის ღონისძიებების გატარება; ** სიახლეების, აქციებისა და სხვა აქტივობების შეთავაზება არსებული და პოტენციური კლიენტებისთვის; ** ახალი კლიენტების მოძიება, ასევე პოტენციური კლიენტების შესახებ ინფორმაციის მოძიება; ** ყოველდღიურად ჩატარებული სამუშაოების შესახებ რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან; ** მიღებული დავალებების შესრულება დადგენილ ვადაში; ** კომპანიის საკუთრებაში არსებული ნივთების (მანქანა, სალარო აპარატი) მოვლა და სუფთა მდგომარეობაში შენარჩუნება; საკვალიფიკაციო მოთხოვნები / პიროვნული უნარ-ჩვევები ** მოქმედი მართვის მოწმობა: B (მექანიკა) ** სასურველია გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება ** პროდუქციის პრეზენტაციის უნარი; ** კომუნიკაბელურობა, მოლაპარაკებების წარმოებისა და დამოუკიდებელი მუშაობის უნარი; ** მაღალი პასუხისმგებლობა, პუნქტუალურობა, დისციპლინა; ** ინფორმაციის დამუშავებისა და ანალიზის უნარი; ანაზღაურება: ფიქსირებული + საბონუსე სისტემა დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: [email protected] და გთხოვთ სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (სავაჭრო აგენტი/პრისეილერი).