საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციის მენეჯერი
Job description
HR აუთსორსინგული კომპანია " One Point " პარტნიორი კომპანიისთვის აცხადებს ვაკანსიას საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციის მენეჯერის პოზიციაზე. ინდუსტრია: ციფრული ტექნოლოგიები სამუშაო ადგილი: თბილისი სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი (ჰიბრიდული) ანგარიშვალდებულება: კომუნიკაციების უფროს დირექტორთან დამსაქმებელი წარმოადგენს საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანიას, რომელიც ციფრული გადახდების სფეროში მსოფლიო ლიდერებს შორისაა. კომპანია ოპერირებს მრავალ ქვეყანაში და თანამშრომლობს ფინანსურ ინსტიტუტებთან, ბიზნესსა და ტექნოლოგიურ პარტნიორებთან უსაფრთხო, სწრაფი და ინოვაციური გადახდის ეკოსისტემის განვითარებისთვის. პოზიციის შესახებ: საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციის მენეჯერი პასუხისმგებელი იქნება კომპანიის გარე კომუნიკაციების სტრატეგიის დაგეგმვასა და განხორციელებაზე საქართველოსა და სომხეთში. პოზიციის მთავარი მიზანია კომპანიის ბიზნესინტერესების მხარდაჭერა, რეპუტაციის გაძლიერება და ბიზნესპრიორიტეტების შესაბამისად გლობალური და რეგიონული (CEMEA) საკომუნიკაციო სტრატეგიის ადგილობრივ ბაზრებზე ადაპტირება. კომუნიკაციების მენეჯერი ითანამშრომლებს საკომუნიკაციო სააგენტოებთან, დაგეგმავს და განახორციელებს სხვადასხვა საკომუნიკაციო აქტივობას, რაც ხელს შეუწყობს ბრენდის განვითარებასა და პოზიციონირებას. ძირითადი მოვალეობები: ** საქართველოსა და სომხეთის ბაზრებისთვის ბიზნესპრიორიტეტებთან შესაბამისი გარე კომუნიკაციების სტრატეგიის დაგეგმვა და განხორციელება; ** კომპანიის ცნობადობისა და კორპორატიული რეპუტაციის გაძლიერება მედიის, პარტნიორებისა და სხვა მნიშვნელოვანი აუდიტორიების შორის; ** პროდუქტისა და სერვისების საკომუნიკაციო კამპანიების დაგეგმვა და განხორციელება, განსაკუთრებული ფოკუსით ციფრულ გადახდებსა და ინოვაციებზე; ** საკომუნიკაციო სააგენტოების მართვა, მათთვის ბრიფების, ინსტრუქციებისა და საჭირო მასალების მიწოდება, ასევე კომუნიკაციის ხარისხის კონტროლი; ** ბიზნესგუნდებთან თანამშრომლობა კონკრეტული პროექტებისა და კამპანიების საკომუნიკაციო გეგმების შესამუშავებლად და მათი ეფექტიანად განხორციელების უზრუნველყოფა; ** კომპანიის სპიკერებისა და ხელმძღვანელი პირების მედიააქტივობების დაგეგმვა და მათი პოზიციონირების მხარდაჭერა ბიზნესმიზნების შესაბამისად; ** მედიასთან ძლიერი ურთიერთობების განვითარება, განსაკუთრებით წამყვან მედიასაშუალებებთან, ახალი ისტორიებისა და თემების ინიცირება; ** კრიზისული კომუნიკაციისა და რეპუტაციული საკითხების მართვის პროცესში მონაწილეობა; ** მედიის მონიტორინგისა და ანალიტიკური ანგარიშების მომზადება; ** კომუნიკაციების ბიუჯეტის, სააგენტოებისა და სხვადასხვა კამპანიის მართვა; ** გლობალური კომუნიკაციების პროცესებისა და დამტკიცების პროცედურების დაცვა; ** პარტნიორ ორგანიზაციებთან კოორდინაცია ერთობლივი საკომუნიკაციო სტრატეგიებისა და მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელების მიზნით; ** CISSEE-ის კორპორატიული კომუნიკაციების გუნდთან მჭიდრო თანამშრომლობა და სხვადასხვა ინიციატივაში აქტიური მონაწილეობა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საჭირო უნარები: ** ბაკალავრის ხარისხი და მინიმუმ 2-წლიანი პროფესიული გამოცდილება ან მაგისტრის ან სხვა უმაღლესი აკადემიური ხარისხი შესაბამის სფეროში; ** მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება კორპორატიული კომუნიკაციების, საზოგადოებასთან ურთიერთობის ან შესაბამის სფეროში; ** ქართული, ინგლისური და რუსული ენების თავისუფლად ცოდნა (წერილობითი და ზეპირი კომუნიკაცია); ** ძლიერი პრეზენტაციისა და კომუნიკაციის უნარები; ** მოქნილი, შედეგზე ორიენტირებული და პრობლემების ეფექტიანად გადაჭრის უნარი; ** ხელოვნური ინტელექტისა (AI) და ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებისადმი ინტერესი; ** Microsoft PowerPoint-ის, Word-ისა და Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა; ** მონაცემების ანალიზისა და მათზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების უნარი; ** ტექნოლოგიებისა და გადახდების ინდუსტრიის მიმართ მაღალი ინტერესი; ** გუნდური მუშაობისა და პროფესიული ურთიერთობების ეფექტიანად მართვის უნარი; ** ძლიერი ანალიტიკური და რაოდენობრივი აზროვნება; ** პროექტების მართვის მაღალი დონის გამოცდილება. დაინტერესების შემთხვევაში, გაგვიზიარეთ რეზიუმე ელ.ფოსტაზე: [email protected] . გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება. გისურვებთ წარმატებას! თქვენი რეზიუმესა და მასში მოცემული პერსონალური მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ თანხმობას, რომ HR აუთსორსინგულ კომპანია One Point-ს გადასცემთ უფლებას, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში, შეაგროვოს, შეინახოს და დაამუშაოს თქვენი მონაცემები, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, გადასცეს ისინი მესამე მხარეს ვაკანტურ პოზიციაზე განხილვისა და დასაქმების შესაძლებლობის უზრუნველყოფის მიზნით. One Point HR Outsourcing არის HR აუთსორსინგული და საკონსულტაციო კომპანია, რომელიც პარტნიორ ორგანიზაციებს HR მომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს. კომპანია გამოირჩევა თანამედროვე HR პრაქტიკებითა და სხვადასხვა ინდუსტრიაში მუშაობის გამოცდილებით. One Point ფლობს ISO 9001 სერტიფიკატს, რაც მომსახურების ხარისხის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობას ადასტურებს.