TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / საზოგადოების ინფორმირების კამპანია კიბოს სკრინინგის შესახებ

საზოგადოების ინფორმირების კამპანია კიბოს სკრინინგის შესახებ

Posted Jul 16, 2026 1 day ago apply by Aug 05, 2026

Job description

თანდართული ფაილი: 737867_Attachment_8604397.zip ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი (CCR) აცხადებს ტენდერს: ძუძუსა და საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის, ადრეული გამოვლენისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით, საზოგადოების ინფორმირების ორი კამპანიის დაგეგმვის, განხორციელების, საკომუნიკაციო მასალების გავრცელებისა და მონიტორინგის მომსახურების შესყიდვაზე. ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი (CCR) წარმოადგენს საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც ახორციელებს განვითარების მიმართულებით პროექტებს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. საქართველოში CCR საქმიანობს 2008 წლიდან, ხოლო 2015 წელს თბილისში დაარსა თავისი ოფიციალური ფილიალი (CCRG). CCRG-ის მეშვეობით ორგანიზაციას განხორციელებული აქვს სხვადასხვა დონორის მიერ დაფინანსებული პროექტები შემდეგ სფეროებში: სოციალური, ჯანმრთელობის, გარემოს დაცვა და სოფლის მეურნეობის განვითარება. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს გვერდებს: https://www.facebook.com/CCRGeorgia2015/ https://georgia.charita.cz/ ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი საქართველოში (CCRG) იწვევს კვალიფიციურ საკომუნიკაციო სააგენტოებს, მედია ორგანიზაციებს, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და ინდივიდუალურ კონსულტანტებს, წარმოადგინონ წინადადებები, ძუძუსა და საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის, ადრეული გამოვლენისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით, საზოგადოების ინფორმირების ორი საინფორმაციო კამპანიის დაგეგმვის, განხორციელების, საკომუნიკაციო მასალების გავრცელებისა და მონიტორინგის მომსახურების, შესყიდვაში მონაწილეობის მისაღებად. კამპანიები განხორციელდება 2026 წლის აგვისტო-ოქტომბრის პერიოდში, პროექტის "კიბოს პრევენცია და ზრუნვის გაუმჯობესება საქართველოში (2025-2027)" ფარგლებში, რომელიც ფინანსდება ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მიერ. კამპანიები დაეფუძნება პროექტის ფარგლებში ჩატარებული ცოდნის, დამოკიდებულებებისა და პრაქტიკის (Knowledge, Attitudes and Practices - KAP) კვლევის შედეგებს და გამოიყენებს ქცევითი ცვლილების კომუნიკაციის (Behaviour Change Communication) მიდგომას, რათა ხელი შეუწყოს მოსახლეობის ჩართულობის გაზრდას ძუძუსა და საშვილოსნოს ყელის კიბოს ეროვნულ სკრინინგ-პროგრამებში. შერჩეული მომსახურების მომწოდებელი პასუხისმგებელი იქნება: ** KAP კვლევის შედეგებზე დაფუძნებული კამპანიის კონცეფციის, საკომუნიკაციო სტრატეგიისა და ძირითადი გზავნილების შემუშავებაზე; ** კამპანიის შემუშავების პროცესში KAP-ისა და ქცევითი ანალიზის ექსპერტთან, ასევე, საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციების სპეციალისტთან მჭიდრო კოორდინაციაზე; ** მაღალი ხარისხის საკომუნიკაციო მასალების, მათ შორის: საინფორმაციო ვიდეორგოლების, პაციენტების ისტორიების, მედია სტატიების, ექსპერტების მედია გამოსვლებისა და სხვა შეთანხმებული ვიზუალური მასალების მომზადებაზე; ** კამპანიის საკომუნიკაციო მასალების გავრცელებაზე ტელევიზიის, რადიოს, ციფრული მედიისა და სოციალური მედიის არხების მეშვეობით; ** კამპანიის განხორციელების, აუდიტორიის ჩართულობისა და მედია გაშუქების მონიტორინგზე; ** საბოლოო ანგარიშის მომზადებაზე, რომელიც მოიცავს კამპანიის განხორციელების პროცესს, კამპანიის დაფარვის მაჩვენებელს, ძირითად შედეგებს, მიღებულ გამოცდილებასა და რეკომენდაციებს. დაინტერესებულმა აპლიკანტებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები (ქართულ ენაზე): ** ტექნიკური წინადადება (დავალების გააზრება, მეთოდოლოგია, განხორციელების მიდგომა, სამუშაო გეგმა და შემოთავაზებული განმახორციელებელი გუნდი); ** ფინანსური წინადადება (საერთო ღირებულება ლარში (GEL) დეტალური ბიუჯეტის განაწილებით); ** პორტფოლიო, რომელიც ადასტურებს შესაბამის გამოცდილებას (არანაკლებ ორი მსგავსი საკომუნიკაციო კამპანია); ** დავალების შესასრულებლად შემოთავაზებული ძირითადი ექსპერტების CV-ები; ** კომპანიის რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი (არსებობის შემთხვევაში); ** არანაკლებ ორი პროფესიული რეკომენდატორის საკონტაქტო ინფორმაცია. წინადადებების შეფასების კრიტერიუმები: ** ტექნიკური მიდგომისა და მეთოდოლოგიის ხარისხი - 40% ** აპლიკანტის გამოცდილება და ორგანიზაციული შესაძლებლობები - 30% ** ფინანსური წინადადება - 30% შენიშვნა: ფინანსური შეფასების ეტაპზე გადავა მხოლოდ ის წინადადებები, რომლებიც დააკმაყოფილებს მინიმალურ ტექნიკურ მოთხოვნებს. წინადადებების მიღების ვადა და შერჩევის პროცედურა: წინადადებების გამოგზავნის ბოლო ვადაა: 2026 წლის 5 აგვისტო, 17:00 საათი (საქართველოს დროით). შემოთავაზება უნდა გამოიგზავნოს ელექტრონულად, ელ.ფოსტის მისამართზე: ccrg- [email protected] გთხოვთ, ველში "თემა" (SUBJECT) მიუთითოთ: "საზოგადოების ინფორმირების კამპანიები კიბოს სკრინინგის შესახებ" კითხვების შემთხვევაში გთხოვთ, დაუკავშირდეთ: [email protected] შენიშვნა: ** CCRG არ პასუხობს სატელეფონო ზარებს; ** წინადადებები განიხილება შემოსვლისთანავე; ** ფინანსური შეფასების ეტაპზე გადავა მხოლოდ ის წინადადებები, რომლებიც დააკმაყოფილებს მინიმალურ ტექნიკურ მოთხოვნებს; ** დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ აპლიკანტებთან.