TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / SCADA სისტემების ინჟინერი

SCADA სისტემების ინჟინერი

პალატი Georgia ქართული
Posted Jul 22, 2026 14h ago apply by Aug 22, 2026

Job description

შპს "პალატი" 2022 წელს დაარსდა. კომპანიის მაღალტექნოლოგიური წარმოება პასუხობს ნებისმიერი სირთულის საინჟინრო მოთხოვნას სამშენებლო თუ ავეჯის წარმოების სფეროში. პალატის პარტნიორთა რიგებშია ამერიკისა და ევროპის წარმატებული კომპანიები, ხოლო ექსპორტი საერთაშორისო სერტიფიცირებითა და ხარისხის კონტროლით ხორციელდება. კომპანიის წარმატების მთავარი მამოძრავებელი ძალა 400-მდე პროფესიონალის ერთობლივი ძალისხმევა და საერთო ღირებულებებია. კომპანია "პალატი" ეძებს გუნდის ახალ წევრს SCADA სისტემების ინჟინრის თანამდებობაზე. სამუშაო ადგილი: ქ.რუსთავი , გ.მაზნიაშვილის № 4 სამუშაო ფორმატი: ადგილზე (On-site) ჩვენთან დასაქმებით გპირდებით: ** მზარდ და მუდმივად განვითარებად კომპანიაში მუშაობის გამოცდილებას; ** კონკურენტულ და მზარდ შრომის ანაზღაურებას; ** კომპანიის მიერ დაფინანსებულ ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს; ** კომპანიის მიერ დაფინანსებულ, მობილურის ულიმიტო კორპორაციულ პაკეტს; ** ყოველდღიურ კვებას, რომელსაც კომპანია უზრუნველყოფს (თანამშრომლის სიმბოლური თანამონაწილეობით); ** Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობას. ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** უმაღლესი ტექნიკური განათლება (ელექტროინჟინერია, ავტომატიზაცია, მექატრონიკა, კონტროლისა და მართვის სისტემები ან მონათესავე მიმართულება); ** არსებული პროცესების შესწავლა და იმის განსაზღვრა, თუ რომელ ეტაპებზე იძლევა ავტომატიზაცია ყველაზე მეტ ეფექტს, ასევე ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების (feasibility study) მომზადება; ** სისტემის არქიტექტურის შემუშავება: აღჭურვილობის (სენსორების, კონტროლერების, აქტუატორების) შერჩევა, სქემების შედგენა, ტექნიკური სპეციფიკაციებისა და დოკუმენტაციის მომზადება; ** PLC კონტროლერების (Delta, Xinje, Wecon) პროგრამირება, კონფიგურაცია და ტესტირება; ** სისტემის ადგილზე გაშვება, ყველა სიგნალის შემოწმება და ექსპლუატაციაში გაშვებამდე გამოვლენილი ხარვეზების იდენტიფიცირება და აღმოფხვრა; ** სისტემის გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა: მონიტორინგი, გაუმართაობის დიაგნოსტიკა და აღმოფხვრა, პროგრამული უზრუნველყოფისა და მართვის ლოგიკის განახლება, ახალი კომპონენტების დამატება; ** ოპერატორებისა და სხვა სპეციალისტების მომზადება, სისტემასთან მუშაობის წესების განმარტება; ** SCADA სისტემის (Delta DIAView) დიზაინი, კონფიგურაცია და პროგრამირება; ** SCADA სისტემებისთვის ვიზუალური ინტერფეისების (HMI) და ტექნოლოგიური პროცესების დიაგრამების შექმნა; ** SCADA სისტემების ინტეგრირება მონაცემთა ბაზებთან (MS SQL Server, MySQL); ** მონაცემთა გაცვლის არხების კონფიგურაცია (Modbus ASCII/RTU, Ethernet/IP); ** არსებული SCADA სისტემების მხარდაჭერა, დიაგნოსტიკა, ოპტიმიზაცია და გაუმჯობესება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი ტექნიკური განათლება (ელექტროინჟინერია, ავტომატიზაცია, მექატრონიკა, კონტროლისა და მართვის სისტემები ან მონათესავე მიმართულება); ** SCADA სისტემებთან მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება; ** PLC და HMI კონტროლერების პროგრამირების გამოცდილება; ** სამრეწველო აღჭურვილობის გამოყენების გამოცდილება: პნევმატიკა, ჰიდრავლიკა, სხვადასხვა ტიპის სენსორები, ძრავები, სერვოძრავები, სიხშირის გადამყვანები; ** ქსელური ტექნოლოგიების საბაზისო ცოდნა; ** ტექნიკური დოკუმენტაციის (ინგლისურ ენაზე) წაკითხვის უნარი. პიროვნული უნარები: ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, კეთილსინდისიერება და სანდოობაა; ** ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი; ** პრობლემების ეფექტურად იდენტიფიცირებისა და გადაჭრის უნარი; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა; ** დროის ეფექტურად მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი; ** დამოუკიდებლად მუშაობისა და გადაწყვეტილებების მიღების უნარი; ** ტექნიკური ცოდნის გაზიარებისა და თანამშრომლების სწავლების უნარი; ** სისტემური და კრიტიკული აზროვნების უნარი. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ელექტრონულ მისამართზე: [email protected] და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება: "SCADA სისტემების ინჟინერი". განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა: 21 აგვისტო, 2026 წ . გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ გასაუბრება ჩატარდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის, შეგიძლიათ ეწვიოთ ვებ-გვერდს: https://palatillc.com/ შენიშვნა: გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე არაუმეტეს 3 წლის ვადით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ შერჩევის პროცესის წარმოების მიზნით. შპს "პალატი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს კანდიდატთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. მადლობას გიხდით ჩვენი ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!