TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / SEO სპეციალისტი (Middle / Senior)

SEO სპეციალისტი (Middle / Senior)

10xseo თბილისი, თბილისის შემოგარენი, რუსთავი Remote
Posted Jul 09, 2026 1 day ago apply by Jul 19, 2026

Job description

10xSEO.ge ვიზრდებით და გუნდში ვეძებთ SEO სპეციალისტს , რომელიც მზადაა რეალურ, გაზომვად შედეგებზე იმუშაოს — როგორც ქართულ, ისე საერთაშორისო პროექტებზე. პოზიცია არის სრულად დისტანციური, რადგან ვართ Remote გუნდი - განვიხილავთ როგორც სრულ ასევე ნახევარ-განაკვეთს. რას გთავაზობთ: კარგ, სასიამოვნო გუნდს და გამართულ სისტემას, მუშაობა გაგისწორდება. საერთაშორისო პროექტებს — კლიენტები საქართველოდან, აშშ-დან, ევროპიდან და ახლო აღმოსავლეთიდან AEO/GEO მიმართულებას — იმუშავებ AI ძიებაში ხილვადობაზე (ChatGPT, AI Overviews, Perplexity) მასშტაბურ და დინამიკურ კამპანიებს, სადაც შენი შედეგი პირდაპირ ჩანს მენტორინგსა და მუდმივ პროფესიულ განვითარებას რას ველით: გამოცდილება SEO-ში: Middle — მინიმუმ 2 წელი, Senior — 3+ წელი პროექტზე დამოუკიდებლად მუშაობის გამოცდილება და ქეისები გაზომვადი შედეგებით (ორგანული ტრეფიკის ზრდა, პოზიციები, კონვერსიები) — განაცხადში აუცილებლად მოგვწერე ინგლისური ენა: სასაუბრო დონეზე, თავისუფლად (უცხოელ კლიენტებთან პირდაპირი კომუნიკაცია გექნება) უპირატესობად ჩაითვლება სააგენტოში მუშაობის გამოცდილება როგორ დაგვიკავშირდე: შეავსე განაცხადი https://10xseo.ge/vacancies.html P.S. ვისაც ბოლო 1 თვეში უკვე გამოგზავნილი გაქვს რეზიუმე, თავიდან გამოგზავნა საჭირო აღარ არის — ყველა განაცხადს ერთიანად განვიხილავთ.