სერვის ცენტრებთან ურთიერთობის ჯგუფის თანამშრომელი
Job description
კომპანია ზუმერი აცხადებს ვაკანსიას სერვის ცენტრებთან ურთიერთობის ჯგუფის თანამშრომლის პოზიციაზე: სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, სულხან ცინცაძის 58 სამუშაო გრაფიკი: 10:00-18:00 (შაბათი-კვირა დასვენება) ძირითადი მოვალეობები: შპს ზუმერი ჯორჯიას ფილიალებისა და სერვის ცენტრის მიერ გამოგზავნილი წუნდებული პროდუქციის გადამოწმება, წუნის დადგენა/შეფასება/შესაბამის საწყობზე გადანაწილება; ბაზაში არსებული პროდუქციის სრული ასორტიმენტისა და მათი ტექნიკური მახასიათებლების ზედმიწევნით კარგად ცონდა. წუნდებული პროდუქციის გამზადება და მომწოდებლებთან გაგზავნა. საწყობში პროდუქტის მიღება-ჩაბარების, აღწერის მონიტორინგი. კომპანიის პროგრამასთან და ბაზებთან მუშაობა. უშუალო ხელმძღვანელის მიერ გაცემული სხვა დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში. ჩვენ გთავაზობთ ბაზარზე კონკურენტულ სახელფასო და საბონუსე სისტემას; ბაზარზე ერთ-ერთ საუკეთესო გუნდთან ერთად მუშაობის შესაძლებლობას; სამუშაო გარემოს, სადაც გექნებათ საშუალება განახორციელოთ თქვენი იდეები; კორპორატიულ ბენეფიტებს (დაზღვევა, ფიტპასი და სხვა) დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. ვაკანსიის დეტალურად სანახავად და აპლიკაციის გამოსაგზავნად, მიჰყევით ბმულს: https://wrk.ge/mz8e7kMUqI შპს "ზუმერი ჯორჯია"-ს მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, მათ შორის, თქვენი რეზიუმეს [CV] გამოგზავნით, თქვენ: ეთანხმებით, რომ შპს "ზუმერი ჯორჯია" უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნით და ვადით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები, რომელიც ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება ერთი წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "ზუმერი ჯორჯია"-ს მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში. წარმატებას გისურვებთ!