სერვისის სუპერვაიზერი
Job description
კიკეთის ფერმა აცხადებს ვაკანსიას სერვისის სუპერვაიზერის პოზიციაზე ჩვენს შესახებ: კიკეთის ფერმა — ეს არის ეკოტურიზმის განვითარებაზე ორიენტირებული მულტიფუნქციური სივრცე, რომელიც აერთიანებს კომფორტს, ბუნებასთან სიახლოვეს და ადგილობრივ ღირებულებებს. ჩვენი გუნდი ყოველდღიურად ქმნის მყუდრო, ავთენტურ და შთამაგონებელ გარემოს სტუმრებისთვის და თანამშრომლებისთვის. სამუშაო პირობები: მდებარეობა: კიკეთი, ცხრა ძმა ხერხეულიძის ქ. 28 გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე (სმენებში) | 2 დღე დასვენება სამუშაო განაკვეთი: სრული. ანაზღაურება: 2500ლარი + ბონუსები გამოსაცდელი ვადის შემდეგ. ძირითადი მოვალეობები: ყოველდღიური ოპერაციული პროცესების მართვა და კონტროლი; მომსახურების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფა და სტუმრების კმაყოფილებაზე ზრუნვა; მიმტანების, ბარისტებისა და რანერების სამუშაო პროცესის კოორდინაცია; თანამშრომლების სამუშაო გრაფიკების დაგეგმვა და დასწრების კონტროლი; ახალი თანამშრომლების ადაპტაციის პროცესში მონაწილეობა და მათი გადამზადების მხარდაჭერა; სალარო ოპერაციების, ანგარიშსწორებისა და დღის დახურვის პროცესის კონტროლი; პროდუქციის მარაგების მონიტორინგი, საჭიროების განსაზღვრა და შეკვეთების ინიცირება; ჰიგიენის, სისუფთავისა და კვების უსაფრთხოების სტანდარტების დაცვაზე კონტროლი; სტუმრების შენიშვნებისა და პრეტენზიების ეფექტურად მართვა; შიდა დეპარტამენტებთან (სამზარეულო, საწყობი, ადმინისტრაცია) ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველყოფა; განსაზღვრული სამუშაო გეგმის (KPI) შესრულება და შედეგების რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ინგლისური ან/და რუსული ენების ცოდნა; საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office); ლიდერული, ორგანიზების და ეფექტური კომუნიკაციის უნარები; სტრესულ გარემოში მუშაობისა და სწრაფი გადაწყვეტილებების მიღების უნარი; აუცილებელია კვების ობიექტში სუპერვაიზერის ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება. ბენეფიტები: კვების უზრუნველყოფა; შედეგებზე დაფუძნებული ბონუსების სისტემა; გამოსაცდელი ვადის შემდეგ — ჯანმრთელობის დაზღვევა; მენეჯმენტის შიდა ტრეინინგებში მონაწილეობა; პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობა. ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/s6n0iGvd CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ შპს „კიკეთის ფერმამ“ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. კომპანიამ შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზე. გისურვებთ წარმატებას!