შეკვეთების მართვის მენეჯერი
Job description
სარეკლამო საწარმო " დეიზი ", რომელიც უკვე 24 წელია ბაზარზე წარმატებით ოპერირებს, ათასობით წარმატებული პროექტის ავტორია. კომპანიის წარმატება ეფუძნება პროფესიონალ, კეთილსინდისიერ და შედეგზე ორიენტირებულ გუნდს. "დეიზის" საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია: ** გარე რეკლამის დამზადება ** პრომო პროდუქციის წარმოება ** პოლიგრაფიული მომსახურება ** ფართოფორმატიანი და ოფსეტური ბეჭდვა ** დიზაინის მომსახურება კომპანია აცხადებს ვაკანსიას შეკვეთების მართვის მენეჯერის პოზიციაზე ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + ბონუსი თვეში ორივე ერთად საშუალოდ 1500 ლარიდან 3000 ლარამდე სამუშაო საათები: სრული ოფისიდან 10:00-19:00 (ორშაბათი, პარასკევი) ადგილმდებარეობა: თბილისი მარცხენა სანაპირო კოსმონავტების 49 სუბორდინაცია: ** ექვემდებარება - მომსახურების და გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელს ** დაქვემდებარებული თანამშრომელი - არ ჰყავს ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** დამკვეთებისთვის კომპანიის პროდუქციასა და მომსახურებაზე სრულფასოვანი კონსულტაციის გაწევა; ** შეკვეთების მიღება, ჩანიშვნა, ფასის გამოთვლა და შეკვეთის გადამისამართება შესაბამის დეპარტამენტში; ** შეკვეთების კონტროლი (შეკვეთის აღებიდან ჩაბარებამდე) და საჭიროების შემთხვევაში კომუნიკაცია დამკვეთთან; ** შესრულებული/დასრულებული შეკვეთების მონიტორინგი; ** შეკვეთის აღრიცხვა პროგრამაში საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება; ** 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე; ** აუცილებელია სარეკლამო სფეროში ან/და წარმოების სფეროში მუშაობის გამოცდილება; ** ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე თუ დაინტერესდით ჩვენს მიერ გამოცხადებული ვაკანსიით და თვლით რომ აკმაყოფილებთ მოთხოვნებს, მაშინ გამოგვიგზავნეთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: [email protected] და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: შეკვეთების მართვის მენეჯერი მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან მოხდება ტელეფონის საშუალებით დაკავშირება და გასაუბრების დანიშვნა. კანდიდატის შერჩევისას კომპანია ითვალისწინებს მხოლოდ მის პროფესიულ ცოდნას, სამუშაო გამოცდილებასა და უნარ-ჩვევებს. შერჩევისა და თანამშრომლობის ნებისმიერ ეტაპზე გამორიცხულია კანდიდატის დისკრიმინაცია ნებისმიერი ნიშნით. გაცნობებთ, რომ შპს "დეიზი" კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად. კანდიდატის შესახებ ინფორმაცია ინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით. თუ არ გსურთ თქვენი მონაცემების შემდგომი დამუშავება ან გსურთ მათი წაშლა, გთხოვთ მოგვმართოთ მისამართზე: [email protected] . გისურვებთ წარმატებას! განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 1 აგვისტო 2026.