შემთხვევის მართვის მენეჯერი
Job description
ა(ა)იპ „სტუდია ეი-დი-სი" აცხადებს ვაკანსიას შემთხვევის მართვის მენეჯერის პოზიციაზე „განვითარების მძიმე და ღრმა შეფერხების მქონე ბავშვთა ბინაზე მომსახურებით უზრუნველყოფის" ქვეპროგრამისთვის. თუ გაქვთ რთული ქცევის მქონე ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება და გსურთ თქვენი პროფესიული ცოდნით ხელი შეუწყოთ ბავშვებისა და მათი ოჯახების მხარდაჭერას, გიწვევთ შემოგვიერთდეთ. ძირითადი მოვალეობები შემთხვევის მართვის მენეჯერი უზრუნველყოფს: რთული ქცევის ფუნქციურ შეფასებას; რთული ქცევის შეფასებას; მოსარგებლის განვითარების შეფასებასა და ინდივიდუალური მომსახურების გეგმის შედგენას; მოსარგებლის ვერბალური/ალტერნატიული კომუნიკაციის განვითარების ხელშეწყობას; მოსარგებლთან მომუშავე სპეციალისტებისთვისა და ოჯახის წევრებისთვის რეკომენდაციების მიწოდებასა და მხარდაჭერას; ბავშვის დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდის მიზნით, საჭირო უნარების განვითარებას და პოზიტიური ქცევის მხარდაჭერას; ბავშვის და ოჯახის წევრების საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობას; ინდივიდუალური ზრუნვის განმახორციელებელი პირების ჩართვის საჭიროების განსაზღვრას, მათი სამუშაო საათების დადგენას და პროფესიულ ზედამხედველობას; ინდივიდუალური ზრუნვის განმახორციელებელი პირებისთვის სამუშაო რეკომენდაციების გაცემას, სწავლა-სწავლების მეთოდოლოგიისა და ტექნიკების მონიტორინგს. საკვალიფიკაციო მოთხოვნები ფსიქოლოგი, ქცევის თერაპევტი (რთული ქცევის მართვის საკითხებში). სასურველია დამოუკიდებელი პრაქტიკის გამოცდილება რთული ქცევის მქონე ბავშვებთან, რომელიც მეთოდოლოგიურად ეყრდნობა ქცევის გამოყენებით ანალიზს და შეუძლია რთული ქცევის მართვაზე პროფესიული ზედამხედველობის განხორციელება. ქცევის გამოყენებითი ანალიზის პრინციპების ცოდნა და პრაქტიკაში ეფექტურად გამოყენების უნარი; რთული ქცევის ფუნქციური შეფასებისა და შესაბამისი მართვის სტრატეგიების შემუშავების უნარი; პროფესიული ზედამხედველობისა და მენტორინგის გაწევის უნარი; მონაცემთა შეგროვების, დამუშავებისა და ინდივიდუალური ინტერვენციის გეგმების შედგენის უნარი. პიროვნული თვისებები ეფექტური კომუნიკაცია; კონსულტირება; მაღალი პასუხისმგებლობა; კრიზისების მართვა; ემოციური სტაბილურობა; კრიტიკული აზროვნება; ემპათიურობა. სამუშაო პირობები სამუშაო გრაფიკი: მოქნილი; სამუშაო ადგილი: ბენეფიციარის ბინაზე ვიზიტები, თითოეულ ბენეფიციართან თვეში არაუმეტეს 4 ვიზიტისა (საჭიროების შესაბამისად); კვირაში ერთხელ შეხვედრა ოფისში კონსულტანტთან და/ან კოორდინატორთან; განაცხადის მიღების წესი დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ელ. ფოსტაზე: [email protected] სათაურის ველში მიუთითეთ: „შემთხვევის მართვის მენეჯერი“.