TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / შემთხვევის მართვის მენეჯერი

შემთხვევის მართვის მენეჯერი

tvitoba-2025 Georgia ქართული
Posted Jul 15, 2026 12h ago apply by Aug 14, 2026

Job description

ა (ა)იპ "თვითობა2025" აცხადებს კონკურსს "განვითარების მძიმე და ღრმა შეფერხების მქონე ბავშვთა ბინაზე მოვლით უზრუნველყოფის ქვეპროგრამაში" შემთხვევის მართვის მენეჯერის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად ქალაქ თბილისში. ა (ა)იპ "თვითობა 2025" წარმოადგენს არაკომერციულ, არამომგებიან სახელმწიფო პროვაიდერ ორგანიზაციას, რომელიც დაფუძნებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების, ზრდასრულების მხარდასაჭერად. მათი პიროვნული და სოციალური უნარების განვითარებისა და გაძლიერებისათვის. ორგანიზაციის დეკლარირებული მისიაა, გააძლიეროს იმ ადამიანების ხმა, ვისი ხმაც ან არ, ან ძალიან სუსტად ისმის. შემთხვევის მართვის მენეჯერის ძირითადი მოვალეობები: ** რთული ქცევის შეფასება; ** ბენეფიციარის განვითარების შეფასება და ინდივიდუალური მომსახურების გეგმის შედგენა; ** ბენეფიციარის ვერბალური/ალტერნატიული კომუნიკაციის განვითარების ხელშეწყობა; ** ბენეფიციართან მომუშავე სპეციალისტებისთვისა და ოჯახის წევრებისათვის რეკომენდაციების მიწოდება და მხარდაჭერა; ** ბავშვის დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდის მიზნით საჭირო უნარების განვითარება და პოზიტიური ქცევის მხარდაჭერა; ** ბავშვისა და ოჯახის წევრების საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა; ** ინდივიდუალური ზრუნვის განმხორციელებელი პირების სამუშაოს მონიტორინგი; კანდიდატის კვალიფიკაცია: ** ქცევითი თერაპევტი (მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილებით); ** აკადემიური ხარისხი ფსიქოლოგიაში (სასურველია მაგისტრი). პიროვნული უნარები: ** გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი; ** პუნქტუალობა და დროის მენეჯმენტის უნარი; ** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა; ** დიპლომატიური მოლაპარაკების უნარი ** სტრესული სიტუაციების გამკლავების უნარი. ორგანიზაცია იზრუნებს თქვენი პროფესიული ცოდნის განვითარებაზე უწყვეტი სუპერვიზიითა და პერიოდული ტრენინგების გზით. ანაზღაურება: საათობრივი, ერთი საათი 35 ლარი (ხელზე ასაღები). ჯანმრთელობის დაზღვევა წარმოსადგენი დოკუმენტაცია: 1) CV 2) ქცევის გამოყენებით ანალიზში გავლილი ტრენინგის/ტრენინგების დამადასტურებელი სერტიფიკატის დასკანერებული ვერსია; 3) სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტი; 4) დიპლომის დასკანერებული ვერსია განცხადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 14 აგვისტო . გასაუბრებები იწარმოებს პარალელურად: კანდიდატთა საბოლოო შერჩევამდე. განცხადება წარმოდგენილი უნდა იყოს ელექტრონულად შემდეგ მისამართზე: [email protected] სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. დამატებითი კითხვების შემთხვევაში, დარეკეთ: 599113358, 597202212, 599113359