შემთხვევის მართვის მენეჯერი
Job description
ა (ა)იპ " სტუდია ეიდისი " აცხადებს კონკურსს "განვითარების მძიმე და ღრმა შეფერხების მქონე ბავშვთა ბინაზე მოვლით უზრუნველყოფის ქვეპროგრამაში" შემთხვევის მართვის მენეჯერის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად, ქალაქ თბილისში. "სტუდია ეიდისი" წარმოადგენს არაკომერციულ, არამომგებიან ორგანიზაციას, რომელიც დაფუძნებულია 1999 წელს. ორგანიზაციის მისიაა სოციალურად დაუცველი ბავშვებისა და ახალგაზრდების ჩართულობა ქვეყნის მიმდინარე პროცესებში. ამ კატეგორიის ადამიანების, მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისა და ინტერესების დაცვა, მათთვის თანაბარი პირობების უზრუნველყოფა და მათი ოჯახების გაძლიერება. ორგანიზაცია მუშაობს ქ. თბილისში და რუსთავში. მისი მუშაობის არეალია ასევე მუნიციპალიტეტები: მარნეული, დმანისი, ქარელი. შემთხვევის მართვის მენეჯერის ძირითადი მოვალეობები: ** რთული ქცევის შეფასება; ** ბენეფიციარის განვითარების შეფასება და ინდივიდუალური მომსახურების გეგმის შედგენა; ** ბენეფიციარის ვერბალური/ალტერნატიული კომუნიკაციის განვითარების ხელშეწყობა; ** ბენეფიციართან მომუშავე სპეციალისტებისა და ოჯახის წევრებისათვის რეკომენდაციების მიწოდება და მხარდაჭერა; ** ბავშვის დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდის მიზნით საჭირო უნარების განვითარება და პოზიტიური ქცევის მხარდაჭერა; ** ბავშვისა და ოჯახის წევრების საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა; ** ინდივიდუალური ზრუნვის განმახორციელებელი პირების სამუშაოს მონიტორინგი; საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** ქცევითი თერაპევტი (მინიმუმ 1-წლიანი სამუშაო გამოცდილებით); ** აკადემიური ხარისხი ფსიქოლოგიაში (მინიმუმ ბაკალავრი); პიროვნული უნარები: ** გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი; ** პუნქტუალობა და დროის მენეჯმენტის უნარი; ** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა; ** სტრესულ სიტუაციებთან გამკლავების უნარი; წარმოსადგენი დოკუმენტაცია: ** CV; ** ქცევის გამოყენებითი ანალიზის მიმართულებით გავლილი ტრენინგის/ტრენინგების დამადასტურებელი სერტიფიკატის დასკანერებული ვერსია; ** სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტი; მოთხოვნებთან თანხვედრილი აპლიკანტების განაცხადები მიიღება ელექტრონულ მისამართზე: [email protected] განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 15 სექტემბერი . გასაუბრებები ჩატარდება განაცხადების მიღების პარალელურად, კადრის აყვანამდე. აუცილებელია, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "შემთხვევის მართვის მენეჯერი".